ჯენიფერ ენისტონი ორსულადაა

ჯენიფერ ენისტონი ორსულადაა

მსახიობი ჯენიფერ ენისტონი ორსულადაა, თუმცა ამ ფაქტს ყველა შესაძლო ხერხით მალავს. რამდენიმე დღის წინ ჯენიფერმა საქმროსთან, ჯასტინ ტერუსთან და რამდენიმე ახლობელთან ერთად ნიშნობა აღნიშნა. წვეულებიდან გამოსულმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდება.

"ჯენიფერი ორსულადაა, თუმცა ამის შესახებ არავის ეუბნება. ახალი ამბავი მხოლოდ იმ რამდენიმე ადამიანმა იცის, ვისთან ერთადაც ჯენი მუშაობს", - აცხადებს წყარო.

ჯასტინ ტერუმ ჯენიფერ ენისტონს ხელი საკუთარ დაბადების დღეზე, ნიუ-იორკში, რესტორან Blue Hil-ში სთხოვა. გავრცელებული ხმებით, წყვილი წლის ბოლომდე იქორწინებს.

სად გაიმართება ცერემონია, ჯერ უცნობია. ჯასტინი და ჯენიფერი შესაძლოა პარიზში, მექსიკაში ან ჰავაიზე დაქორწინდნენ. ვარსკვლავმა ამ ღონისძიებაზე მთელი ჰოლივუდი დაპატიჟა. სტუმართა შორის მისი ყოფილი მეუღლე, ბრედ პიტი და მისი პარტნიორი, ანჯელინა ჯოლიც არიან.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება