30 დეკემბერს თბილისში CHINAWOMAN დაუკრავს

30 დეკემბერს თბილისში CHINAWOMAN დაუკრავს

30 დეკემბერს თბილისში ალტერნატიული მუსიკის ცნობილი შემსრულებელი, კანადელი მუსიკოსი CHINAWOMAN დაუკრავს. კონცერტი კლუბ "ტრიუმფში" 21: 00 საათზე გაიმართება.

CHINAWOMAN თბილისში სამკაციანი ბენდით ჩამოდის და საათნახევრიან კონცერტს გამართავს. კანადელი მუსიკოსი როგორც ძველ, ისე ახალ კომპოზიციებს შეასრულებს. ბილეთები გაყიდვაში 8 დეკემბრიდან ჩაეშვება.

ბილეთის ფასი 40 ლარია, ხოლო სპეციალური აქციის ფარგლებში, შეზღუდული რაოდენობის - 500 ბილეთის ფასი 30 ლარი იქნება. ბილეთები სპორტის სასახლისა და დინამოს სალაროებში გაიყიდება.

კონცერტი "ალთერვიჟენ ჯგუფის" ახალი მუსიკალური პროექტის "ოზონი ლაივ"-ის ფარგლებში იმართება.

Chinawoman-ის ფსევდონიმის მიღმა რუსულ-ებრაული წარმოშობის მიშელ გურევიჩი დგას. დასავლური და საბჭოური ტრადიციების უჩვეულო სინთეზით შექმნილი მელანქოლიური ჰანგებით, მან ათასობით თაყვანისმცემელი გაიჩინა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება