2012 წლის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები

2012 წლის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები

ჟურნალმა US Weekly-მა წლის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა. რეიტინგი 10 ვარსკვლავისგან შედგება. სიის სათავეში მომღერალი ნიკი მინაჟი მოხვდა.

მართალია ნიკის დიდი ჰონორარები აქვს და არც გარეგნულ მონაცემებს უჩივის, მაგრამ სტილისტი ნამდვილად არასწორად შეარჩია. საზოგადოებაში მომღერლის ყოველი გამოჩენა ნამდვილი სკანდალია და ვარსკვლავის დაცინვით სრულდება.

ყველაზე უგემოვნოთა სიაში მეორე ადგილი ცნობილი როკ-შემსრულებლის, ოზი ოსბორნის შვილმა, კელი ოსბორნმა დაიკავა. მართალია კელიმ წონაში დაიკლო, თუმცა სტილის დახვეწაზე ამ ფაქტს არ უმოქმედია. ტელეწამყვანს მიაჩნია, რომ მისი იასამნფისფერი თმა და ჩაცმის სტილი ავანგარდულია, მოდის კრიტიკოსები კი თვლიან, რომ კელი ოსბორნი უბრალოდ უგემოვნოა.

"საპატიო" მესამე ადგილის მფლობელი კეიტ გრეჰემია, რომელსაც "რიანას წარუმატებელ კლონს" უწოდებენ. კეიტს შესანიშნავი გარეგნობა აქვს, მაგრამ სხეულის ღირსებების წარმოჩენა ვერცერთ კაბაში ვერ მოახერხა.

კეიტს ფეხდაფეხ მიყვება ელი ფენინგი. გოგონა სულ 14 წლისაა, თუმცა ასაკთან ნამდვილად შეუსაბამოდ იცვამს და ცდილობს ზრდასრულ ქალს დაემსგავსოს.

რიტა ორა - იგივე ახალი რიანაა. რიანას მსგავსად საზოგადოებას ისიც ჯეიზიმ გააცნო, თუმცა რეპერი ერთ რამეში შეცდა. უგემოვნოდ ჩაცმული პოპ მომღერალი ისეთივე წარმატებული ვერ იქნებოდა, როგორიც რიანაა, რომელსაც სტილის შეუდარებელი გრძნობა აქვს.

ლედი გაგა - ეს სახელი სიტყვა "ეპატაჟთან" ასოცირდება. გაგა არასდროს აქცევდა ყურადღებას მოდის ტენდენციებს. მისი ორიგინალური ჩაცმულობა მისი იმიჯის ნაწილია და ვარსკვლავი ამის ხარჯზე სულ უფრო პოპულარული ხდება.

ხლოი სევინი - ზოგი მას მოდის ხატად თვლის, ზოგს კი მისი ექსპერიმენტები აოგნებს.

ფლორენს უელჩი რამდენიმე ათეული წლით ადრე რომ დაბადებულიყო, მოდის ხატი იქნებოდა. ახლა მას უბრალოდ ჩამორჩენილ ვარსკვლავად მიიჩნევენ.

ობრი ოდეი: ყოველ ჯერზე ცდილობს პაპარაცები გააკვირვოს ჩაცმულობით, მაგრამ ეს სულ უფრო იშვიათად გამოსდის.

მომზადებულია US Weekly-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება