მეგან ფოქსი ბავშვს ვერ უვლის

მეგან ფოქსი ბავშვს ვერ უვლის

მეგან ფოქსმა ცოტა ხნის წინ იმშობიარა. ვარსკვლავმა ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში განაცხადა, რომ საკუთარ შვილს თავად გაზრდიდა, თუმცა ახლა მიხვდა, რომ დედობა არც ისეთი ადვილი საქმეა.

მეგანი შვილს ვერ უვლის, ამიტომ მსახიობმა და მოდელმა გადაწყვიტა, ძიძა აიყვანოს.

”ბავშვის ყოლა ძალიან რთულია. უამრავი საქმე გემატება. დამხმარე არ ავიყვანე, რადგან საკუთარი შესაძლებლობები ვერ გავთვალე. ვერ წარმომედგინა, რანდენად რთული იყო დედობა. ახლა მე და ბრაიანი საოცრად გადაღლილები ვართ. როცა შვილი გყავს, საერთოდ ვეღარ იძინებ. ბავშვობიდან მინდოდა დედა ვყოფილიყავი, მაგრამ ორი კვირის წინ ბრაიანს ვუთხარი, რომ თუ ძიძას არ ავიყვანთ, მაშინ განქორწინება მოგვიწევს. ამ სახლში ვინმემ უნდა დაიძინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ, ერთმანეთს მოვკლავთ” - განაცხადა მეგან ფოქსმა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება