ჯონი დეპმა საყვარელს ბინა უყიდა

ჯონი დეპმა საყვარელს ბინა უყიდა

მსახიობმა ჯონი დეპმა საყვარელს, ბისექსუალ მსახიობ ემბერ ჰერდს 10 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებული მდიდრული სახლი უყიდა. ვარსკვლავს ლოს-ანჯელესში 4 სახლი აქვს, თუმცა ეს ბინა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგანაც სახლში ემბერთან ერთად იცხოვრებს. ჯონი ემბერზე დაქორწინებას მოუთმენლად ელის. როგორც ემბერის მეგობრები ამბობენ, ჰერდი საყვარლის საჩუქრით აღფრთოვანებულია.

ჰოლივუდში ემბერს ზედმეტად თამამი და თავისუფლების მოყვარული ქალის სტატუსი აქვს - გარდა ამისა, ემბერი გათხოვებას ახლო მომავალში არ გეგმავს და ზედმეტი ყურადღება აღიზიანებს. სწორედ ზედმეტი ყურადღების გამო მიატოვა გაღიზიანებულმა ემბერმა ჯონი რამდენიმე თვის წინ. საყვარელთან დაშორებამ ჯონი დეპრესიაში ჩააგდო; რამდენიმე თვის განმავლობაში ჯონი ემბერს ყოველდღიურად უგზავნიდა წითელი ვარდების თაიგულს და ლექსებს, რომელსაც სპეციალურად მისთვის წერდა. საბოლოოდ ემბერი ჯონის დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, ჯონი ემბერის გამო მეუღლეს და საკუთარი შვილების დედას, ვანესა პარადის, 14 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება