დაშლის შემდეგ "ვია გრაზე" მოთხოვნა და ჰონორარები გაიზარდა

დაშლის შემდეგ "ვია გრაზე" მოთხოვნა და ჰონორარები გაიზარდა

მას შემდეგ, რაც პროდუსერმა კონსტანტინე მელაძემ ჯგუფ "ვია გრას" დაშლის შესახებ განცხადება გააკეთა, კორპორატიულ წვეულებებზე ჯგუფის შოუს ანაზღაურებამ საგრძნობლად იმატა. თუ ადრე ჯგუფის ჰონორარი 50 000 ევროს არ აღემატებოდა, ახლა "ვია გრას" გამოსვლაში 500 000 დოლარს იხდიან.

ამ მომგებიანი წინადადების შესახებ კორპორატიული წვეულებების ორგანიზატორ საშა დერგოუსოვას სააგენტოში განაცხადეს.

"ჩვენთან ჯგუფის საახალწლო კერძო წვეულებებზე გამოსვლის თხოვნით რუსეთიდან და უკრაინიდან ათზე მეტი ზარი შემოვიდა. ერთ-ერთმა ჩვენმა მუდმივმა კლიენტმა, უკრაინელმა ოლიგარქმა გვითხრა, რომ მზადაა 1-ლი იანვრის ღამეს "ვია გრას" ერთსაათიან კერძო კონცერტში ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადოს. სიმართლე გითხრათ, ცოტა დაბნეულები ვართ. წინადადებას განვიხილავთ. ახალი წლის ღამეს გოგონები მუშაობას არ აპირებდნენ",- აცხადებს ალექსანდრა დერგოუსოვა.

კონსტანტინე მელაძე სპეკულირებაში უკვე დაადანაშაულეს. კერძოდ, მას ბრალს სდებენ, რომ პროექტის საჯარო "დახურვით" ჯგუფის ჰონორარი გაზარდა. პროდუსერი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

"ჯგუფის დახურვის გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიღებულია. არანაირი პიარი აქ არ არის. "ვია გრა" უკვე აღარ არსებობს. ჯგუფი დეკემბერში დაგეგმილ კონცერტებს ჩაატარებს და იანვარში მოღვაწეობას დაასრულებს",-აცხადებს მელაძე.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: როგორ არჩევდნენ გოგონებს ჯგუფ "ვიაგრასთვის" - კადრები ქასთინგიდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება