ბიონსემ მეუღლეს 3 მილიონი დოლარის ღირებულების საათი აჩუქა

ბიონსემ მეუღლეს 3 მილიონი დოლარის ღირებულების საათი აჩუქა

31 წლის მომღერალმა ბიონსემ თავის მეუღლეს, რეპერ ჯეიზის 3 მლნ დოლარად შეფასებული მაჯის საათი უსახსოვრა. საათი სახელად "ბიგ ბენი" შვეიცარული კომპანია Hublot-ის ნაწარმია და 1282 ბრილიანტის თვლითაა გაფორმებული.

"ბიონსე ჯეიზისთვის არაფერს იშურებს. მან იცოდა, რომ ჯეიზის ეს საათი სურდა, რადგან ის ფუფუნებას, ექსტრავაგანტულობასა და სილამაზეს განასახიერებს" - აცხადებს წყარო.

როგორც წყარო იტყობინება, ჯეიზის საათების დიდი კოლექცია აქვს და ძალიან გაუხარდა, როდესაც მის საგანძურს კიდევ ერთი ძვირფასი ნივთი შეემატა.

ბიონსე ჯეიზის მიმართ ხელგაშლილია. ბლუ აივის დაბადების შემდეგ, ბიონსემ მეუღლეს ლურჯი ბრილიანტის თვლით გაფორმებული ბეჭედი უსახსოვრა, რომლის ფასი 300 000 აშშ დოლარია. რაც შეეხება ქალიშვილს, წყვილი მასაც ფუფუნებაში ზრდის. გარდა სვაროვსკის თვლებიანი ფაჩუჩებისა, ახალშობილს 40 000 დოლარიანი ოქროს სათამაშო ცხენი უყიდეს.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება