ვარსკვლავები და მათი ფიზიკური დეფექტები

ვარსკვლავები და მათი ფიზიკური დეფექტები

ჯულია რობერტსი - უზარმაზარი პირი

მსახიობ ჯულია რობერტსს უზარმაზარი პირი აქვს, მაგრამ პოპულარობა სწორედ მისმა "ნაკლმა" მოუტანა. თითქმის ყველა მამაკაცი ხევდება ფილმ "ლამაზმანის" ვარსკვლავის მომაჯადოვებელი ღიმილისა და გრძელი ფეხების დანახვაზე.

პერის ჰილტონი - "ზარმაცი თვალი"

პერის ჰილტონს ერთი თვალი უფრო პატარა აქვს, ვიდრე - მეორე. რამდენიმე წლის წინ, წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, მას მარცხენა ქუთუთო დაეკიდა. დეფექტის გამოსწორება შეუძლებელია. პერისი ცდილობს, ფოტოგრაფების წინაშე ისეთი კუთხით იპოზიოროს, რომ ნაკლი დამალოს.

მეგან ფოქსი - დეფორმირებული თითები

მსახიობს დეფორმირებული თითები აქვს. მეგანი რეჟისორს ყოველთვის წინასწარ უთანხმდება, რომ მისი მოკლე თითები და უშნოდ წამოზრდილი ფრჩხილები ახლო ხედით არ გადაიღონ, ან დუბლიორი მოიყვანონ. ის გენეტიკური დაავადებით - ბრაქიდაქტილიით იტანჯება.

ვანესა პარადი - სხვადასხვა ფერის თვალები და ნაპრალი კბილებს შორის

ვანესა პარადის სხვადასხვა ფერის თვალები და კბილებს შორის ნაპრალი აქვს. დეფექტს ვანესასთვის ხელი არ შეუშლია, მსოფლიო პოპულარობა და დიდი ჰონორარი მოეპოვებინა.

ქეით ჰადსონი - პატარა მკერდი

მსახიობ ქეით ჰადსონს ძალიან პატარა მკერდი აქვს, ზოგიერთ ფოტოზე კი სადაც საცურაო კოსტუმშია გამოწყობილი, მკერდი საერთოდ არ ეტყობა. ვარსკვლავი პირველ ზომა (32A) ბიუსტჰალტერს იცვამს.

კეტი პერი - პრობლემური კანი

მომღერალი კეტი პერი თინეიჯერობიდან გამონაყარს ებრძვის. თუმცა ძვირადღირებული კრემებისა და ნიღბების წყალობით, მომღერალმა პრობლემურ კანს ომი გამოუცხადა. ძველი პრობლემები ზოგჯერ თავს მაინც ახსენებს და პაპარაცებიც ახერხებენ კეტის გამონაყარის გადაღებას.

ჰაიდენ პანეტიერი - მოკლე ფეხები

ჰოლივუდის მსახიობს ჰაიდენ პანეტიერს მოკლე ფეხები აქვს. ვარსკვლავს ზედმეტი წონაც ხშირად აწუხებს. მას დეფექტის დასაფარად ყოველთვის მაღალ ქუსლებზე აცვია და სამოსსაც დიდი ყურადღებით არჩევს. თუმცა რასაკვირველია სანაპიროზე დაბალძირიანი ფეხსაცმელი აცვია და პაპარაცებიც მის გამოჩენას მოუთმენლად ელიან.

მომზადებულია funlobby.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება