სკარლეტ იოჰანსონს ბროდვეიზე ყველაზე მაღალ ჰონორარს უხდიან

სკარლეტ იოჰანსონს ბროდვეიზე ყველაზე მაღალ ჰონორარს უხდიან

იმისათვის, რომ ბროდვეის ახალ დადგმაში "კატა ცხელი თუნუქის სახურავზე" ითამაშოს, სკარლეტ იოჰანსონს კვირაში 40 000 დოლარს გადაუხდიან. ამის შესახებ საიტი Bloomberg.com-ი იუწყება.

სპექტაკლის სინჯები 18 დეკემბერს იგეგმება. პრემიერა 17 იანვარს შედგება. სკარლეტ იოჰანსონი დადგმაში მთავარ როლს - ”კატა მეგის” განასახიერებს. (ფილმებში სხვადასხვა დროს ეს როლი ელიზაბეტ ტეილორმა, ნატალი ვუდმა და ჯესიკა ლენგმა შეასრულეს).

სკარლეტს პარტნიორობას ბენჟამინ უოკერი გაუწევს, რომელიც მისი მეუღლის როლს შეასრულებს.

თუ დადგმა წარმატებული იქნება, იოჰანსონის ჰონორარი კიდევ უფრო გაიზრდება. ეს თანხა ბროდვეის ჰონორარების ფონზე ყველაზე მაღალია. სხვა მსახიობები თეატრალურ დადგმებში მონაწილეობისთვის კვირაში 1750 აშშ დოლარს იღებენ.

ბროდვეიზე ყველაზე მაღალი ჰონორარი ალ პაჩინოს გადაუხადეს. სპექტაკლ Glengarry Glen Ross-ში მონაწილეობისთვის მსახიობს ყოველკვირეულად 125 000 დოლარს უხდიდნენ.

მომზადებულია Bloomberg.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება