იაპონელ სანტა კლაუსს ირმების ნაცვლად პინგვინები ეყოლება

იაპონელ სანტა კლაუსს ირმების ნაცვლად პინგვინები ეყოლება

იაპონელმა სანტა კლაუსმა საახალწლოდ უჩვეულო დამხმარეები შეარჩია - ირმების ნაცვლად მას პინგვინები ეყოლება. იაპონიის ოკეანერიუმში დღეიდან ტრადიციული საშობაო აღლუმები გაიმართება. სანტას პინგვინებისთვის საგანგებოდ შეკერეს საახალწლო კოსტუმები. ერთთვიანი რეპეტიციის შედეგად პინგვინებმა მწყობრში სიარული ისწავლეს. პინგვინები მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე საშობაო ნაძვის ხის ანთების ცერემონიაშიც მიიღებენ მონაწილეობას.

არ არის გამორიცხული, ღონისძიების მაყურებლებს კურიოზები შეემთხვეს. რეპეტიციაზე სანტა კლაუსის როლის შემსრულებელ მსახიობს რამდენჯერმე პინგვინების დასაჭერად სირბილი მოუხდა. ვინაიდან ფრინველებმა იციან, რომ ღონისძიების დასასრულს გემრიელი საკვები ელით, მოუთმენლობას იჩენენ და პირდაპირ თევზისკენ გარბიან.

მომზადებულია NTD-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: "სანტა კლაუსი-პინგვინების აღლუმი ტოკიოში"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა