სტეფანე მღებრიშვილი: "ამ წითელ სკამს ელექტროსკამს შევადარებდი"

სტეფანე მღებრიშვილი: "ამ წითელ სკამს ელექტროსკამს შევადარებდი"

მომღერალი სტეფანე აქტიურად არის ჩართული "იმედის" მუსიკალურ პროექტ "ახალ ხმაში". ამბობს, რომ თავისი აღსაზრდელები შვილებივით უყვარს, ინტერვიუც სწორედ ამ პროექტზე საუბრით დავიწყეთ.

- ახალი ხმა განსაკუთრებული პროექტია... როგორც შვილები, ისე მიყვარს ეს ადამიანები, იმედი მაქვს, რომ ისინი ხალხის სიყვარულსაც დაიმსახურებენ.

- ამბობენ, რომ უამრავი კარგი კონკურსანტი პროექტს გარეთ დარჩა და ამის გამო მწვრთნელებს გადანაშაულებენ.

- კონკურსს უამრავი უარყოფითი მხარე აქვს. ერთ-ერთი ის არის, რომ ძალიან ბევრი კონკურსანტი პროექტში იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ადგილები შეზღუდული იყო. ამ შოუს განსაკუთრებულობა სწორედ ის არის, რომ სასტიკი წესები აქვს და ამ სასტიკი წესების მონაწილენი ვართ ჩვენც. შესაბამისად, ძალიან სამწუხარო რაღაცები ხდება... მე იმ წითელ სკამს ელექტროსკამს შევადარებდი. ეს უმძიმესი და ურთულესი პროცესია და ძალიან გთხოვთ, ყველამ გაგვიგეთ, თუმცა მე ჩემს არჩევანს ერთი წუთითაც არ ვნანობ... შემდეგ ტურში ესემესების საშუალებით უკვე მაყურებელი გადაწყვეტს, ვინ უნდა დარჩეს პროე-ქტში და ვინ - არა. ასეც უნდა იყოს, რადგან ეს მხოლოდ ჩვენი - ხუთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის...

- ახლა წინა ხელისუფლების კარის მომღერლებად მონათლულ ჯგუფზეც უნდა გკითხოთ. პროფესიონალ მომღერალთა გარკვეული ნაწილი სცენაზე არ იდგა და ამას პოლიტიკური ნიშნით დაყოფას აბრალებდა. რას იტყვით ამის შესახებ?

- არ ვიცი, რომელ დაყოფაზეა ლაპარაკი. რასაც მე ვაკეთებდი, იქ ეს არ შეიმჩნეოდა. პოლიტიკაზე ლაპარაკი არ მინდა, ეს თემა ნაკლებად მაინტერესებს. არ ვცხოვრობ წარსულით, ვიცი, რა არის სიმართლე. რასაც თქვენ გულისხმობთ, მე ეგ არ შემხებია. ახლა არის რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია. წარსულზე ლაპარაკს აზრი არა აქვს... თანაც იქნებ ახლა მაინც მოგვარდეს ეს საკითხი და ყველა კმაყოფილი იყოს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ასევე იხილეთ: მეგი და მაგდა - ფანტასტიკური მუსიკალური დუელი "ახალ ქართულ ხმაში"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება