ნანოტექნოლოგიური "კანი" ჯარისკაცებს ბიოლოგიური იარაღისგან დაიცავს

ნანოტექნოლოგიური "კანი" ჯარისკაცებს ბიოლოგიური იარაღისგან დაიცავს

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ჯარისკაცები ტყვიებისგან დასაცავად ჯავშანჟილეტებსა და ჩაფხუტებს იყენებენ. თუმცა მოწინააღმდეგის მიერ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ეს საშუალებები სრულიად გამოუსადეგარნი ხდებიან. მომწამვლელი ნივთიერებების კომპონენტები ჯარისკაცების ტანსაცმლის გავლით სხეულსა და კანზე ხვდება.

ნანოტექნოლოგიების განვითარებამ სპეციალისტებს, სპეციალური აქტიური დამცავი მასალების შექმნის საშუალება მისცა, რომლებსაც გარკვეული ტიპის ქიმიური ნივთიერებების აღმოჩენა და მათი შეკავება შეუძლიათ. ასეთი მასალებისგან დამზადებული დაცვის საშუალებები, ჯარისკაცების და განსაკუთრებით რადიაციული ან ბაქტერიული დაბინძურების ზონაში მოქმედი მაშველებს გადარჩენის შანს მისცემს.

"ჭკვიან" დამცავ ნანომასალებზე, რომლებსაც "მეორე კანი" შეარქვეს, აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ნაციონალური ლაბორატორიების სპეციალისტები მუშაობენ. ნახშირბადოვანი ნანომილაკებისა და განსაკუთრებული ტიპის ნანონაწილაკებისგან დამზადებულ საკუთარ გამოგონებას ისინი "ჰიბრიდულ მრავალფუნქციურ მასალას" უწოდებენ. უნიკალური თვისებების წყალობით, ეს მასალა მავნე ნივთიერებებისა და ბაქტერიების შეჩერებასთან ერთად, ჟანგბადს თავისუფლად ატარებს.

ნახშირბადოვანი ნანომილაკები, მოლეკულარულ დონეზე უმცირესი ზომის ფორებს ქმნიან, რომლებშიც ჰაერში არსებული ჟანგბადის მოლეკულები თავისუფლად გადიან. ვირუსები და ბაქტერიები კი ამ ფორებში ვერ ეტევიან. დამატებითი დაცვისთვის, ნანონახშირბადოვანი მემბრანები გარეგანი სპეციალური საფარით არიან დაფარულნი.

სპეციალისტების აზრით, სათანადო დაფინანსების შემთხვევაში, დამცავი ნანოქსოვილების წარმოების დაწყება და საცდელი ნიმუშების შექმნა უკვე რამდენიმე წელიწადში იქნება შესაძლებელი.

dailytechinfo.org-ის მიხედვით მოამზადა ნუკრი მგელაძემ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა