ლედი გაგა The Rolling Stones-თან ერთად იმღერებს

ლედი გაგა The Rolling Stones-თან ერთად იმღერებს

ლეგენდარული ჯგუფის The Rolling Stones-ის 50 წლისადმი მიძღვნილ კონცერტთა სერია დასასრულს უახლოვდება. დასკვნით კონცერტში სცენაზე ნამდვილი თანავარსკვლავედი გამოვა. The Rolling Stones-თან ერთად მაყურებელი ლედი გაგას და ბრიუს სპრინგსტინს იხილავს.

კონცერტი ნიუ-ჯერსიში გაიმართება. როგორც ”როლინგ სთოუნზის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, კონცერტის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში მოხდება და მისი ხილვა ყველა მსურველს შეეძლება.

კონცერტებიდან შემოსული თანხა ქარიშხალ ”სენდის” შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გადაერიცხება.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება