დემი მურის მორიგი რომანი კრახით დასრულდა

დემი მურის მორიგი რომანი კრახით დასრულდა

დემი მურს პირად ცხოვრებაში აღარ უმართლებს. მსახიობის მორიგი რომანიც წინამორბედების მსგავსად კრახით დასრულდა. ვარსკვლავი ახალგაზრდა საყვარელმა, ვიტო შნაბელმა მიატოვა.

როგორც დასავლურ პრესაში წერენ, 26 წლის ვიტო თვლის, რომ დემი მის კარიერაზე ცუდ გავლენას მოახდენს. ახალგაზრდა არტ-დილერს უნდა, წარმატებას თავად მიაღწიოს. 

ვიტოს აღიზიანებდა პაპარაცთა მთელი არმია, რომელიც მამაკაცს მას შემდეგ დასდევს კუდში, რაც მისი და მსახიობის რომანს ფარდა აეხადა. გარდა ამისა, შნაბელს არ მოსწონს, რომ დემი ხმაურიანი წვეულებების ხშირი სტუმარია და მუდამ ყურადღების ცენტრშია. იგი სკანდალურ ისტორიებს გაურბის.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება