პოლ მაკარტნი ჯგუფ Nirvana-ში კურტ კობეინის ადგილს დაიკავებს

პოლ მაკარტნი ჯგუფ Nirvana-ში კურტ კობეინის ადგილს დაიკავებს

ჯგუფ Beatles-ის ყოფილი წევრი პოლ მაკარტნი საქველოქმედო კონცერტზე ჯგუფ Nirvana-ს სოლისტის, კურტ კობეინის ადგილს დაიკავებს. საქველმოქმედო ღონისძიება ქარიშხალ "სენდის" შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად იმართება.

შოუ 2012 წლის 12 დეკემბერს ნიუ-იორკში "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართება. ეს კობეინის გარდაცვალების შემდეგ Nirvana-ს ბას-გიტარისტის, კრის ნოვოსელიჩის და დრამერ დევ გროლის პირველი ერთობლივი გამოსვლაა.

ჯგუფ Nirvana-ს ვოკალისტმა კურტ კობეინმა თავი 1994 წლის 5 აპრილს მოიკლა. იგი 27 წლის იყო.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება