ჯენიფერ ლოპესმა ძიძად საკუთარი დედა აიყვანა

ჯენიფერ ლოპესმა ძიძად საკუთარი დედა აიყვანა

ჯენიფერ ლოპესმა ძიძად საკუთარი დედა აიყვანა. მომღერალი ახლა მსოფლიო ტურნეშია ჩართული და შვილებიც, მაქსი და ემი, თან დაჰყავს. ჯენიფერს თან ახლავს დედაც, გვადალუპე. ვინაიდან ვარსკვლავი ტყუპებს ყველას ვერ ანდობს, გადაწყვიტა, ძიძად საკუთარი დედა დაექირავებინა.

გარდა იმისა, რომ ლოპესი დედას ყველაზე მეტად ენდობა, გვადალუპე პროფესიით პედაგოგია და საკმაოდ დიდი სტაჟიც აქვს. შესაბამისად, ჯენიფერი დარწმუნებულია, რომ მის შვილებს მოგზაურობა განათლების მიღებაში ხელს არ შეუშლის.

ამჟამად მომღერალი ახალგაზრდა მოცეკვავეს, კასპერ სმარტს ხვდება, რომელთან ერთად ხშირად სტუმრობს ღამის კლუბებს.

რაც შეეხება ლოპესის დედას, მან უკვე შეადგინა პროგრამა, რომელსაც მისი შვილიშვილები დედის საკონცერტო ტურნეს განმავლობაში, მოგზაურობის პარალელურად შეისწავლიან. რა თქმა უნდა,  გვადალუპე ამ გარჯისთვის შვილისგან სოლიდურ თანხას მიიღებს. 

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.    

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება