უპილოტო, რომელსაც ჰაერში ყოფნა მუდმივად შეუძლია

უპილოტო, რომელსაც ჰაერში ყოფნა მუდმივად შეუძლია

კომპანია CyPhy Works-მა ახალი ტიპის უპილოტო შექმნა. საკმაოდ კომპაქტური ზომების საფრენ აპარატზე აღჭურვილობის სახით მხოლოდ რამდენიმე მაღალხარისხიანი გამოსახულების მქონე ვიდეოკამერაა დაყენებული. აფრენის შემდეგ ელექტოძრავიანი უპილოტო ძირითადად ერთ ადგილზეა ჩამოკიდებული და "დანახულ" სურათს მიწაზე ონლაინ-რეჟიმში გადასცემს.

საინტერესო ის არის, რომ აპარატს საკუთარი კვების წყარო არ გააჩნია. მისი ავტორების თქმით, ეს უპილოტოს წონის შესამცირებლად გაკეთდა. ძრავას ელექტროენერგიით მომარაგება უპილოტოზე გამობმული წვრილი სადენით ხდება. მეორე ბოლოთი სადენი მიწაზე მყოფ ოპერატორის ხელთ არსებულ აკუმულატორთანაა დაკავშირებული. მისი მუხტის მოცულობა უპილოტოს 50 წუთიანი უწყვეტი ფრენის საშუალებას აძლევს. განმუხტვისთანავე ოპერატორს ახალი აკუმულატორის გამოყენება და შესაბამისად, ფრენის კიდევ 50 წუთით გახანგრძლივება, უპილოტოს მიწაზე დასმის გარეშე შეუძლია. ამის წყალობით უპილოტოს ჰაერში ყოფნის ხანგრძლივობა პრაქტიკულად შეუზღუდავია.

მწარმოებლების თქმით, სადენზე "გამობმულ" უპილოტოს კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს. ინფორმაციის მიწაზე გადაცემა ამავე სადენით ხდება, რომლითაც უპილოტოს მიწიდან ელექტროენერგია მიეწოდება. შესაბამისად უცხო პირთათვის ინფორმაციის გადაცემის მომენტში, მისი ხელში ჩაგდება შეუძლებელია.

არსებობს ამ უპილოტოს კიდევ ერთი საინტერესო მოდიფიკაცია. საბაზო ვარიანტთან შედარებით ის გაზრდილი გაბარიტებით გამოირჩევა. ერთი აკუმულატორით მას ჰაერში შეუჩერებლივ ყოფნა 12 საათის განმავლობაში შეუძლია.

Topwar.ru-ს მიხედვით მოამზადა ნუკრი მგელაძემ.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე