სტეფანე და მაია ტელეპროექტმა დააშორა?

სტეფანე და მაია ტელეპროექტმა დააშორა?

"ახალი ხმა" საქართველოშიც ხმაურიანი აღმოჩნდა. კონკურენცია, ერთმანეთის გაქილიკება, საკუთარი გუნდის წევრის გაწირვა მძიმედ აისახა მწვრთნელებზე. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში სტეფანე მღებრიშვილი აღმოჩნდა. ბავშვთა სახლში გაზრდილი, მართლაც ძლიერი მუსიკოსის ნუკრი მენთეშაშვილის პროექტიდან გაშვების გამო უამრავი სალანძღავი სიტყვის მოსმენა უწევს მწვრთნელს. "ფეისბუქზე" გვერდიც კი გაჩნდა, სახელწოდებით "დავაბრუნოთ ნუკრი". ნუკრის გამო სტეფანეს დაძაბული ურთიერთობა აქვს ყოფილ მეუღლე მაია დარსმელიძესთანაც, რომელსაც რამდენიმე თვის წინ დაშორდა. ერთი სიტყვით, სათქმელი მართლაც ბევრი დაუგროვდა მუსიკოსს და ალბათ ამიტომაც ინტერვიუზე უპრობლემოდ დამთანხმდა.

- სტეფანე, დიდი ხანია ჩვენი ჟურნალის სტუმარი აღარ ყოფილხარ. ბოლოს ლექს-სენის ბრალდებებს პასუხობდი. დამთავრდა ეს პერიოდი შენს ცხოვრებაში?

- ამ მხრივ ჩემი გამარჯვება ის არის, რომ 200 მომღერლიდან მხოლოდ 2-3 გამინაწყენდა. ვამაყობ იმით, რომ იმდენად მოვუარეთ ყველას, ვისთანაც საქმე გვქონდა, მხოლოდ ერთეულები დარჩნენ უკმაყოფილო. ვერ უპატიებიათ, რომ თბილისში წელიწადში სამი კონცერტის ორგანიზებას ვაკეთებდი. ეს იყო საახალწლო, თბილისობის და 26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტები. ჩვენთან მუშაობა ყოველთვის უღირდა და აწყობდა მომღერალს. გაგიკვირდებათ და, შემიძლია გითხრათ, რომ დღესაც გვაქვს უამრავი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, იგივე საახალწლო კონცერტთან დაკავშირებითაც, მაგრამ ამ "ვოისმა" იმდენად დამღალა, საახალწლო კონცერტის ორგანიზების დრო და სურვილი კი არა, ჩემი ენერგია მთლიანად შთანთქა. ერთადერთი დღე მქონდა - კვირა, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვთან ერთად ვატარებდი, ეს დღეც აღარ მაქვს.

- ე.ი. უარს ამბობ საახალწლო კონცერტის ორგანიზებაზე?

- უკვე ვუთხარი უარი ორ კომპანიას ამ შემოთავაზებაზე.

- სტეფანე, მანამდე თუ ყოფილხარ ჟიურიში, სანამ "ახალ ხმაში" მიხვიდოდი?

- ჟიურიში ვყოფილვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვარ ჟიურის წევრი. აქ ვარ მწვრთნელი. უარეს დღეში ვარ, ვიდრე ჟიური. როცა ამ პროექტში მოვედი, კარგად არ მქონდა გაცნობიერებული სად მოვდიოდი. ის, რომ ამ გადაცემაში წითელი სკამი შეიძლებოდა ელექტროსკამი გამხდარიყო, ვერც წარმომედგინა. ყველაზე მეტად რინგი არ მომწონს. ეს არის ყველაზე მძიმე ნაწილი მწვრთნელისთვის, სადაც ის იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ზოგჯერ შეიძლება უსამართლო აღმოჩნდეს. ადამიანი ხარ, არ ხარ დალაი-ლამა და ამ ყველაფერს განიცდი.

- შენს რომელ გადაწყვეტილებას მიიჩნევ უსამართლოდ?

- მე ჩემი სიმართლე მაქვს. მედალს ორი მხარე აქვს. მოგიყვებით ყველაფერს და თავად განსაჯეთ, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება უსამართლო. დღეს ხშირად მაკრიტიკებენ ნუკრი მენთეშაშვილის პროექტიდან გაშვების გამო (რინგზე ნუკრი და ნინი ცნობილაძე შეხვდნენ ერთმანეთს და სტეფანემ გადაწყვეტილება ნინის სასარგებლოდ მიიღო - ავტ.). ეს მართლაც საბედისწერო წყვილი აღმოჩნდა ჩემთვის. როცა მე და მაია პროექტში მოვედით, ვიცოდით, რომ აქ ერთი გოგონა გამოდის, ნინი ცნობილაძე, რომელიც ყველას ფავორიტია. თუ გახსოვთ, ნინი რომ გამოვიდა, პირველივე წამს დავაჭირე ღილაკს, ის "ფიშკა" ვიგრძენი, რასაც ახალი ხმა ჰქვია. სხვათა შორის, ყველაზე სამართლიანი მე ვარ მწვრთნელებს შორის. დანარჩენები ასე თუ ისე იცნობდნენ მონაწილეებს და მოლაპარაკებებიც კი ჰქონდათ, იგივე ნინისთან, - ოღონდაც ჩემთან წამოდი და ყველაფერს გაგიკეთებო, ეუბნებოდნენ. ნინი იყო "იზუმინკა". ნინის ჩვენ გავუჩალიჩეთ, მე გავუჩალიჩე პროექტის დატოვების საფრთხე. რაც შეეხება ნუკრის, როცა ავიყვანეთ, მხოლოდ ჩვენ შემოვუტრიალდით, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ნინის ყველა შემოუტრიალდა. ბრმა კასტინგის შემდეგ გაგიჟებული ვიყავი ამ ბიჭზე. როცა დამთავრდა ბრმა კასტინგები, ეს იყო არჩევნების წინა დღე. 3-4 დღე საქართველო შოკში იყო, არც ნუკრისთვის ეცალა ვინმეს და არც "ახალი ხმისთვის". ისიც არ ვიცოდით, გაგრძელდებოდა თუ არა პროექტი. რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდა დაგვეწყვილებინა გუნდის წევრები, ამისთვის ერთი ღამე გვქონდა. ნუკრის აყვანის პირველი წუთიდან შოუს მუსიკოსები, ხელმძღვანელების ნაწილი მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რაც ჩვენ ვნახეთ, ამ ბიჭს სმენა არ აქვსო. მე, როგორც მუსიკოსს, მაქვს გამოცდილება და ვიცი, რომ არსებობენ მომღერლები, რომლებიც ზოგჯერ მღერიან სუფთად და ზოგჯერ ტონალობა ერევათ და ჭედავენ. სახელსა და გვარს არ ვიტყვი, მაგრამ ჩემს მეგობრებშიც არიან ასეთები. ჩავთვალე, რომ ნუკრიც ამ კატეგორიას ეკუთვნოდა.

- მაგრამ ძალიან ადვილად შეგეძლოთ იმის გადამოწმება, ჰქონდა თუ არა ნუკრის სმენა...

- დრო არ მქონდა. ერთ ღამეში კონკურსანტს ვერ შეამოწმებ. სანამ ბენდთან არ დადგება, ვერაფერს გაიგებ. ამას თვეები სჭირდება. თან ბენდიც დამეთანხმა იმაში, რომ რაღაც მომენტებში ნუკრი ძალიან სერიოზულად ურევდა. ჩემმა მეგობრებმა გამომიგზავნეს პროექტ "ნიჭიერის" ჩანაწერები, სადაც ნუკრი გამოდიოდა და ეს არ იყო ის, რაც მე მომეწონებოდა, შესაბამისად, მე და მაიამ გადავწყვიტეთ, ნუკრი ლამაზად "შეგვეფუთა", გამოგვეყვანა უძლიერეს კონკურენტთან, ნინისთან, და მას ლამაზად დაეტოვებინა შოუ. პირველ რეპეტიციაზე ნუკრი ძალიან ცუდად მღეროდა. იმ დღის მერე ბევრი ვიმუშავეთ ამ ადამიანთან და მალევე მივხვდით, რომ ნუკრი მართლა მაგარია.

- რისი თქმა გინდა, შენი და მაიას დამსახურებაა, რომ ნუკრი დღეს მაგარია?

- არა, მე პრეისტორია, სიმართლე მოგიყევი. ჩემს დამსახურებად არ ვთვლი ნუკრის სიძლიერეს. თქვენ მისი დაწერილი სიმღერები არ მოგისმენიათ და შესაბამისად, არ იცით, ის მართლა როგორი მაგარია. ათი დღის განმავლობაში ტიროდა მაია და ვნერვიულობდი მე. არ ვიგონებ. ნუკრი რომ პროექტში დარჩენილიყო, მისი მუსიკალურობის და იმის გათვალისწინებით, რომ ის ბავშვთა სახლში გაიზარდა და დღეს მიწისქვეშა გადასასვლელში მღერის, მოიგებდა ამ პროექტს. ის მართლაც ჯოკერი იყო ჩვენთვის. ფეხი ფეხზე რომ გადაგვედო და არაფერი გაგვეკეთებინა, მაინც მოვიგებდით პროექტს, მაგრამ მეორე მხარეს იდგა 20 წლის ნინი, რომელთანაც ჩავიჭერით, ვენდეთ სხვა მუსიკოსებს და ყველაზე ძლიერი კონკურენტი დავუყენეთ გვერდით. ნებისმიერი სხვა პოპულისტი ჩემს ადგილზე ნინის გაწირავდა. მე არ ვარ პოპულისტი. მზად ვარ ნუკრის ფანების კრიტიკა ავიტანო, იმიტომ, რომ ნინის, რომელსაც მართლა ახალი ხმა აქვს, ვერ გავწირავდი. არ ვიყავი მართალი, რომ არ გადავიყვანე ნუკრი, მაგრამ არ ვიქნებოდი მართალი, რომ გამეწირა ნინი. 12 წლის წინ მივხვდი, რომ ჩემი მუსიკა არავის სჭირდებოდა აქ და გული ავიცრუე, ისევე, როგორც დღეს მაქვს აცრუებული. გადაწყვეტილი მაქვს, როცა ეს პროექტი დამთავრდება, ყველაფერს მოვეშვა. რა კრიტიკასაც მე ვისმენ... პოლიტიკოსი რომ დანაშაულს ჩაიდენს, საციხედ რომ აქვს საქმე, დაახლოებით ასეთ დონეზე მაკრიტიკებენ. იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემ მიმართ ნეგატიურად იყვნენ განწყობილი, საშუალება მიეცათ გული მოიფხანონ და საშინელებები წერონ ინტერნეტში. შესაძლოა, თქვენც ნეგატიური მუხტით მოხვედით ჩემთან.

- მაიას რომ აძლევდი უფლებას გამარჯვებული დაესახელებინა, არ იყო იმის საშიშროება, რომ ნუკრი დაესახელებინა? მას ხომ ნუკრის გადასვლა უნდოდა?

- ზუსტად ვიცი, ნუკრის გამოაცხადებდა და ნინის ვეღარ შევხედავდი თვალებში, მაგრამ მაინც დავუთმე. ბოლოს მან დამითმო სიტყვა და მოხდა ის, რაც მოხდა. ნინი რომ გაგვეშვა, ალბათ მე წავიდოდი პროექტიდან. დღეს მაიას უნდა წასვლა, აზარტი დაკარგა. რაც შეეხება ნუკრის, მას ყველანაირად დავეხმარები. მის დაწერილ სიმღერებს აუცილებლად გამოვამზეურებთ და თუ ნუკრი სჭირდებოდა ხალხს, მას მიიღებს ხალხი.

- მისი პროდიუსერი იქნები?

- კი, ამაზე უკვე ველაპარაკე. მე და მაიას ნუკრისთან მაგარი ურთიერთობა გვაქვს. ის არის სუპერბიჭი. გული მწყდება, რომ მანამდე არ ვიცნობდი.

- რომელი მწვრთნელის გუნდის გეშინია ყველაზე მეტად?

- არც ერთის. მე უკონკურენტო მონაწილეები მყავს. სხვა გუნდშიც არიან კონკურსანტები, რომელთაც სხვადასხვა ჟანრში კონკურენტები არ ჰყავთ. მთავარია, ვის აირჩევს ხალხი. ნეტავ რინგიც ესემესებით ყოფილიყო და ამხელა პასუხისმგებლობა არ აგვეღო ჩვენს თავზე. შოუს კიდევ ერთი სასიამოვნო მომენტი აქვს, ყველა მწვრთნელი ვალდებულია გამოვიდეს სოლო სიმღერით და ასევე დუეტით ფინალისტთან.

- გულაცრუება ახსენე, რამ აგიცრუა გული?

- მიდგომამ, ჩემი შემოქმედების არასწორად გაგებამ. ვიღაცისთვის მე და გია სურამელაშვილი ერთი და იგივე ვართ. დაუნახაობამ ამიცრუა გული. 1999 წელს, როცა 19 წლის ვიყავი, ჩემი პირველი ელექტროალბომი ჩავწერე. მაშინ ეს ალბომი პოპულარული იყო და მეც კარგი ნიშა მქონდა დაჭერილი, როგორც მუსიკოსს. მერე აღმოვაჩინე, რომ სიმღერა "მოვა" და კიდევ რამდენიმე დუეტი, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო, გაჰიტდა. გავბრაზდი და მას მერე 12 წელია სიმღერა აღარ ჩამიწერია. მე მაქვს საამაყო რამდენიმე სიმღერა, რომლებიც ძალიან მიყვარს და როცა გავხდები 40 წლის, მანამდე კი აუცილებლად დავაგროვებ სხვა სიმღერებსაც, გავაკეთებ კონცერტს და იმ ადამიანებისთვის ვიმღერებ, რომელთაც ეს მუსიკა ესმით. ზოგადად, არ მრცხვენია, რომ დავიბადე. ამ პროექტის მერე აუცილებლად წავალ სადმე, ვიმკურნალებ. არ ვხუმრობ, მართლა ავად ვარ. იცით ალბათ, რომ მე და მაია ერთად აღარ ვართ.

- რა გახდა შენი და მაიას დაშორების მიზეზი?

- მიზეზს ვერ გეტყვით. მთავარი ისაა, რომ ღალატი არ ყოფილა. ჩვენ ცივილურად, გონივრულად გადავწყვიტეთ, რომ ვღლით ერთმანეთს და გარკვეული პერიოდი ცალ-ცალკე უნდა ვიყოთ. თუმცაღა ეს ყველაფერი ბავშვზე არ უნდა აისახოს.

- რამხელაა ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!?

- ფანი ოთხი წლის არის. მასთან ერთად მივდივართ, როგორც კი გამოგვიჩნდება "ფანჯარა", თუნდაც ჩემს დებთან სტუმრად. მე და მაიას მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, დღეს ჩვენს ურთიერთობას აზიანებს ეს პროექტი და ნუკრი.

- როცა ეს პროექტი დაიწყო, შენ და მაია უკვე დაშორებულები იყავით?

- არა, როცა კონტრაქტზე ხელი მოვაწერეთ, ერთად ვიყავით.

- გისმენ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დეპრესია გაქვს, მარტო ხარ...

- მე სულ მარტო ვარ ცხოვრებაში. სადაც ამდენი ვილაპარაკე, ამასაც გეტყვით. აქამდე ამ თემაზე არ მილაპარაკია. ვიღაცები ამბობენ, ნუკრი მშობლების გარეშე გაიზარდა, ბავშვთა სახლში ცხოვრობდაო. მე მუსიკოსობაზე მაქვს პრეტენზია, სწორედ მუსიკის გამო ვატრაკებ! 17 წლის ვიყავი, როცა დედა გარდამეცვალა. მერე ოთხი წლის განმავლობაში დამეღუპა ბებია-ბაბუა, რომლებმაც გამზარდეს და მამა, სრულიად მარტო დავრჩი 20 წლის ასაკში. სიგარეტისა და გზის ფული არ მქონდა. ისეთები გადამიტანია, ვერც წარმოიდგენთ. შესაბამისად, მარტო ყოფნა ჩემთვის კომფორტია. ეს კი არ მაშინებს, მავსებს. ასეთ დროს ფართოდ მაქვს თვალები გახელილი და კარგად ვხედავ ღირებულებებს. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მეგობრები მყავს, მდიდარი ადამიანი ვარ ამ მხრივ, მაინც მარტო ვარ და ეს მახარებს. ამიტომ აქცენტი არასდროს გამიკეთებია უდედმამოდ გაზრდილ ბავშვებზე. რა დააშავა ნინიმ? ის, რომ მშობლები ჰყავს?! გოგო ამბობდა, იმდენი ნერვიულობა გადავიტანე, მერჩივნა ლამაზად წავსულიყავი, ვიდრე ასე მომეგოო.

- ცოტა ხნით სადმე უნდა წავიდეო, მითხარი. რა პერიოდია ეს "ცოტა ხნით" და სად არის ეს "სადმე"?

- შეიძლება ინდოეთში წავიდე სრულიად მარტო. არ ვიცი, აქედან უნდა წავიდე, მართლა ცუდად ვარ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება