დრიუ ბერიმორი და მისი ახალშობილი People-ის გარეკანზე

დრიუ ბერიმორი და მისი ახალშობილი People-ის გარეკანზე

მსახიობმა დრიუ ბერიმორმა ჯერ კიდევ ოქტომბერში იმშობიარა. ვარსკვლავს და მის მეუღლეს, არტ-კონსულტანტ უილ კოპელმანს გოგონა - ოლივი შეეძინათ, თუმცა ბავშვის ფოტოს მოპოვება დღემდე ვერცერთმა პაპარაცმა ვერ შეძლო.

2 თვის შემდეგ ოლივის ფოტო გავლენიანი ჟურნალის People-ის გარეკანზე დაიბეჭდა. გამოცემასთან ბერიმორმა დედობაზეც ისაუბრა.

"მშობიარობის შემდეგ იმდენად განერვიულებული ვიყავი, რომ 2 კვირა არ მიძინია და თითქმის არ მიჭამია", - იხსენებს ვარსკვლავი. მისი თქმით, ის და უილი ცდილობენ, ტრადიციული ოჯახი შექმნან.

"დილაობით ყველაზე მეტ სიამოვნებას ოლივის გაღიმება გვანიჭებს. მე და უილი ვდგავართ და ვუმღერით, რომ გავაღიმოთ. შვილზე მეტად ცხოვრებაში არცერთს არავინ გვყავრებია", - ამბობს დრიუ ბერიმორი.

მომზადებულია people.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება