კამერონ დიასი: "კოლინ ფერტის დანახვაზე სცენარი მავიწყდებოდა"

კამერონ დიასი: "კოლინ ფერტის დანახვაზე სცენარი მავიწყდებოდა"

ცნობილია, რომ მსახიობი კამერონ დიასი ბრიტანელი მამაკაცების დიდი თაყვანისმცემელია. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ კოლინ ფერტი სრულყოფილი მამაკაცია და მისი შარმი ყოველთვის აბნევს.

დიასმა და კოლინ ფერტმა ფილმში "Gambit" ერთად ითამაშეს. კამერონმა ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ გადასაღებ მოედანზე კოლინის გარეგნობა ხელს უშლიდა და სცენარიც კი ავიწყდებოდა.

"კოლინმა მაცდუნა - საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რა გჭირს კამერონ, კოლინი შეგიყვარდა? ის საოცრად თავმდაბალია. ნებისმიერი ადამიანი კოლინის გვერდით თავს კომფორტულად იგრძნობდა. მას საოცარი შარმი აქვს - შეუძლია თავი ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად გაგრძნობინოს", - აღიარებს კამერონი.

ოსკაროსანი კოლინი მანდილოსნებისგან ყურადღებას უკვე შეეჩვია და არც მათი დაბნეული სახე აკვირვებს. თუმცა ფერტი ყოველთვის აღნიშნავს, რომ გარეგნობა მას პრობლემებს უქმნის და აკომპლექსებს.

"იყო დრო, როდესაც კარგი გარეგნობით დაჯილდოებული პიროვნება დადებითად განგაწყობდა. სამწუხაროდ, დღეს ასე აღარ არის. ვფიქრობ, უამრავი კარგი გარეგნობის ადამიანი ცდილობს, ორმაგად მუყაითად იმუშაოს, რადგანაც შიშობს, ვაითუ წარმატებას მხოლოდ სილამაზის წყალობით მივაღწიეო. განსაკუთრებით მძაფრია ეს შეგრძნება მსახიობებში", - განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება