მარიტა როხვაძე: "ოთხ თვეში 17 კილო დავიკელი"

მარიტა როხვაძე: "ოთხ თვეში 17 კილო დავიკელი"

მომღერალი მარიტა როხვაძე საზოგადოების წინაშე ახალი იმიჯით წარდგა - წონაში საგრძნობლად დაიკლო და თმაც მოკლედ შეიჭრა, რაც ვფიქრობ, ძალიან მოუხდა. მარიტა პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

- პროექტმა - "ჯეოსტარი" ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. პირველ რიგში, ადამიანებთან ურთიერთობა ვისწავლე, გავხდი უფრო მეტად შრომისმოყვარე; რაც ყველაზე მთავარია, დავიმსახურე ხალხის სიყვარული და ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. შეყვარებული ვარ ქალბატონ მარინა ბერიძეზე, რომელმაც მასწავლა სცენაზე დგომის კულტურა და ვფიქრობ, თითოეული მისი შენიშვნა სამართლიანი იყო.

- როგორც ვიცი, ქუთაისის მერიაში დაიწყე მუშაობა...

- დიახ, კულტურის მთავარი სპეციალისტი ვარ. მართალია, ჯერჯერობით გრანდიოზული ღონისძიებები არ მოგვიწყვია, მაგრამ რაღაცებს ვგეგმავთ. ქუთაისში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს: ზოგი მღერის, ზოგი ლექსებს წერს და ა.შ. მათ მინდა საღამოების, ღონისძიებების მოწყობაში დავეხმარო... სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის ჩემს კლიპსაც იხილავთ. მაქვს საინტერესო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! უკრაინიდან და რუსეთიდან...

- კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელებას ხომ არ აპირებ?

- ჯერჯერობით, არც ერთი კონტრაქტი არ მინახავს და არც ის ვიცი, უცხოელები ჰონორარს რამდენს მთავაზობენ. ჰოდა, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, როცა ამ ყველაფერს გავარკვევ.

- როგორ ახერხებ ქუთაისის მერიაში მუშაობის პარალელურად უნივერსიტეტში სწავლას და თბილისში გამართულ ამა თუ იმ კონცერტში მონაწილეობასაც?

- სულ გადარბენაზე ვარ. სამწუხაროდ, ქუთაისში ძალიან იშვიათად იმართება კონცერტი. სამაგიეროდ, კორპორატიულ საღამოებში მონაწილეობის საშუალება ხშირად მაქვს. არასდროს ვამბობ უარს საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობაზეც.

- უნივერსიტეტში რა პროფესიას ეუფლები?

- აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზე ვსწავლობ. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ლექტორებსა და რექტორს, რადგან ყოველთვის მიწყობენ ხელს საყვარელი საქმის კეთებაში.

- იმიჯი შეიცვალე: თმა მოკლედ შეიჭერი, გახდი...

- "ჯეოსტარში" მონაწილეობის პერიოდში იმდენს ვნერვიულობდი, რომ დიეტაზე ფიქრის დროც არ მქონდა. თან, ამ ნერვიულობის ფონზე მგონი, უფრო მეტად გავსუქდი და კონკურსის ბოლო კვირას 81 კილო ვიყავი. ძალიან მიყვარს ცომეული, კალორიული კერძები. ჰოდა, კონკურსის შემდეგ სარკეში რომ ჩავიხედე, ვთქვი, - ღმერთო ჩემო, რამხელა ვარ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება-მეთქი, - და გადავწყვიტე, დიეტა დამეცვა. ყველა მეკითხება, ვისი დიეტის საშუალებით დაიკელი წონაშიო? მათ ვპასუხობ: ეს არის მარიტა როხვაძის დიეტა - არ ვჭამთ არაფერს და ვვარჯიშობთ. კვებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! რაციონიდან ამოვიღე ცომეული, ტკბილეული. მივირთმევდი მოხარშულ, უმარილო, უცხიმო წიწიბურას, კარტოფილს, ზაფხულში კი მხოლოდ საზამთროსა და ყველს ვჭამდი; დავდიოდი, აუზზე, საუნაში და რაც მთავარია, ვვარჯიშობდი, შედეგად კი ოთხ თვეში 17 კილო დავიკელი. ჰო, ბევრ სითხეს ვიღებ, რომ არ გამოვიფიტო...

რაც შეეხება ჩემს ვარცხნილობას - ძალიან მომბეზრდა გრძელი თმა და მინდოდა, რაც შეიძლება მოკლედ შემეჭრა. თან, დიეტის გამო თმის ცვენა დამეწყო. ჩემი ახალი ვარცხნილობა ძალიან მომწონს...

- გარშემო მყოფებსაც მოსწონთ შენი ახალი იმიჯი, არა?

- მამა ჩემს წონასთან დაკავშირებით გამუდმებით შენიშვნას მაძლევდა; მეუბნებოდა: სცენაზე დგახარ და სირცხვილია, ასეთი მსუქანი რომ ხარო. ახლა პირიქით, იმას მეუბნება, - ძალიან ნუ გახდებიო (იღიმის).

- დედისერთა ხარ. მშობლები შენს დატვირთულ დღის რეჟიმს როგორ ეგუებიან?

- სახლში თითქმის ყოველთვის გვიან ვბრუნდები და თან, ისეთი დაღლილი, რომ ეგრევე ვიძინებ. შესაბამისად, დროს ვეღარც მშობლებს ვუთმობ და ვერც - შეყვარებულს. თუმცა, მათ ჩემი წარმატება ძალიან უხარიათ და მხარში მიდგანან.

- შენ მიიღე საკმაოდ სოლიდური პრიზი - ბინა ბათუმში...

- (მაწყვეტინებს) ბინის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება. გარდა ამისა, როგორც იცით, "ჯეოსტარის" გამარჯვებულებს ალბომის ჩაწერის შანსი ეძლეოდათ. ჰოდა, სულმოუთქმელად ველოდები, როდის დასრულდება ოთო ნემსაძის ალბომზე მუშაობა, რათა ჩემი დროც დადგეს.

- შენს შეყვარებულზე მოგვიყევი რამე...

- ჩემი შეყვარებულიც ქუთაისელია. ერთი და იმავე ეკლესიის მრევლი ვიყავით, შემდეგ კი ერთად ვემზადებოდით ქართულ ენაში. ის სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში გაემგზავრა. ერთმანეთს ძირითადად, "სკაიპით" ვეკონტაქტებით. ერთი მხრივ კარგია სიშორე, რადგან მონატრების გრძნობა სულ გაქვს და ასეთ დროს სიყვარული უფრო ძლიერი ხდება. თან, ეს მდგომარეობა ერთგვარი ადრენალინიც გახლავთ. სხვათა შორის, დეკემბრის ბოლოს ჩამოდის.

- ხალხმა გაგიცნო, შეგიყვარა. ხომ არ ეჭვიანობს?

- არა, ეჭვიანი სულაც არ არის. ჩვენ ერთმანეთს ვენდობით. თუმცა, მას შემდეგ, რაც გავხდი, მგონი, ეჭვიანობა დაიწყო და მეკითხება: ხომ არავინ გეპრანჭებაო (იცინის)?..

- როგორც ვიცი, ეგვიპტეში შეყვარებულთან ერთად იყავი...

- ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხში, მე, ჩემი შეყვარებული და დედამისი წავედით. ძალიან კარგად დავისვენეთ, მართლაც არაჩვეულებრივი კურორტია.

- შენს მშობლებს მოსწონთ სასიძო?

- კი, ძალიან მოსწონთ. ის მართლაც არაჩვეულებრივი, თბილი ადამიანია. სხვათა შორის, უკვე ოჯახებით ვახლობლობთ.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება