ჯენიფერ ენისტონი ავადმყოფ დედას არ ნახულობს

ჯენიფერ ენისტონი ავადმყოფ დედას არ ნახულობს

მსახიობ ჯენიფერ ენისტონის და მისი დედის, ნენსი დოუს ურთიერთობა რამდენიმე წელია დაძაბულია. ჯენიფერი იმდენადაა ნაწყენი დედაზე, რომ 76 წლის ნენსი საავადმყოფოშიც კი არ მოინახულა.

ნენსი საავადმყოფოში ჯერ კიდევ 6 ნოემბერს, მას შემდეგ დააწვინეს, რაც მხარი მოიტეხა. დოუს ოპერაცია დასჭირდა. ნარკოზში ყოფნის დროს მას ინსულტი დაემართა და ახლა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ჯენიფერს არც ამან მოულბო გული.

როგორც წყარო იუწყება, 6 ნოემბრიდან დღემდე ენისტონს არცერთხელ არ მოუნახულებია ავადმყოფი დედა.

"ჯენიფერს არც უსაუბრია ნენსისთან და არც უნახავს ის. ნენსი უკვე მოხუცია, მისი მდგომარეობა არაა სტაბილური, ხოლო ფაქტი, რომ შვილმა დაივიწყა, დედას გულს სტკენს", - აცხადებს წყარო.

ნენსის გულზე პრობლემები გასულ წელსაც ჰქონდა. მაშინ ჯენიფერმა დედა საქმროსთან, ჯასტინ ტერუსთან ერთად მოინახულა და როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დედის მდგომარეობამ ვარსკვლავი ცრემლებამდეც კი მიიყვანა.

ნენსიმ და ჯენიფერმა 1999 წელს იჩხუბეს. კონფლიქტის მიზეზი ვარსკვლავის დედის გულახდილი ინტერვიუ და ავტობიოგრაფიული წიგნია.

მოგვიანებით ჯენიფერმა განაცხადა, რომ კონფლიქტი ამოწურულია, თუმცა ენისტონმა ნენსი ქორწილში მაინც არ მიიწვია.

ვარსკვლავის მშობელი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, ხოლო ენისტონი კარიერულ წინსვლას განაგრძობს. მადამ ტუსოს მუზეუმში მსახიობის მორიგი ცვილის ფიგურა განათავსეს. ჯენიფერის ახალი ორეული წინამორბედებისგან განსხვავდება. ამჯერად ცვილის ფიგურას ხელზე იმ ნიშნობის ბეჭდის ანალოგი უკეთია, რომელიც ჯასტინ ტერუმ ჯენიფერს უსახსოვრა. ჯენიფერი ბრილიანტის თვლით შემკულ ნიშნობის ბეჭედს ღამითაც კი არ იხსნის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება