ჯორჯ კლუნი ცოლს ავადმყოფობის გამო ვერ ირთავს

ჯორჯ კლუნი ცოლს ავადმყოფობის გამო ვერ ირთავს

ჰოლივუდის ცნობილი ბერბიჭა, მსახიობი ჯორჯ კლუნი ლამაზ ქალბატონებს ხელთათმანებივით იცვლის და აცხადებს, რომ დაოჯახებას არ აპირებს, რადგან თავისუფლების დაკარგვის ეშინია. დასავლურ პრესაში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯორჯ კლუნი ავადაა და შესაბამისად, ცოლის მოყვანას ვერ შეძლებს.

კლუნი ამჟამად მსახიობ სტეისი კიბლერს ხვდება. ვარსკვლავური წყვილი ხშირად შორდება, თუმცა შემდეგ რიგდებიან. ჯორჯმა საყვარელს განუცხადა, რომ ავადაა და მას ცოლად ვერასდროს მოიყვანს. კლუნის თქმით, მას სხვადასხვა ინფექციური დაავადება აქვს გადატანილი და შესაბამისად, ვერასდროს გახდება ქმარი და მამა.

"ჯორჯი ამბობს, რომ ცხოვრების მანძილზე უამრავი ინციდენტი შეემთხვა და ავადმყოფობა გადაიტანა, შესაბამისად, საშინელი ქმარი და მამა იქნება", - წერს ჟურნალი National Enquirer.

სტეისი კი ფიქრობს, რომ ჯორჯი მას ატყუებს და ავადმყოფობის მოგონებით ცდილობს, თავიდან მოიშოროს. სტეისის თქმით, ჯორჯის ერთადერთი ავადმყოფობა ცოლის შერთვის შიშია.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება