შონ პენი: "სამწუხაროა, რომ არასდროს მყვარებია"

შონ პენი: "სამწუხაროა, რომ არასდროს მყვარებია"

ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობი, 52 წლის შონ პენი შეყვარებული არასდროს ყოფილა. ვარსკვლავის გულახდილი ინტერვიუ ჟურნალ People-ში დაიბეჭდა.

ვარსკვლავის თქმით, მისი რომანები მხოლოდ გატაცება იყო და ნამდვილი სიყვარული არასდროს სწვევია. შონი აღიარებს, რომ როდესაც მეგობრები სიყვარულზე საუბრობენ, ჩუმად ზის, რადგანაც ვერ იხსენებს ქალს, რომელზეც იტყვის, რომ ჰყვარებია.

"არ მრცხვენია ვაღიარო, რომ ცხოვრებაში არავინ მყვარებია. წარსულში ვიქექები და ვეძებ წუთს, როდესაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიყავი რომანტიკული და  შეყვარებული, მაგრამ ასეთ დღეს ვერ ვიხსენებ", - განაცხადა მსახიობმა.

შონის პირადი ცხოვრება ყოველთვის არეული იყო. 1984 წელს პენი და მსახიობი ელიზაბეტ მაკგოვერნი დაინიშნენ. მაგრამ 1985 წელს მომღერალ მადონაზე დაქორწინდა. ვარსკვლავური წყვილის 4 წლიანი ქორწინება სასამართლოთი და ფიზიკური ძალადობით დასრულდა. მადონასთან განქორწინების შემდეგ ვარსკვლავმა რომანი მსახიობ რობინ რაითსთან გააბა. წყვილი 1996 წელს დაქორწინდა და 2 შვილი შეეძინა. ისინი 2007 წელს დაშორდნენ. შონ პენი ჰოლივუდის კიდევ ერთ ლამაზმანს, მსახიობ სკარლეტ იოჰანსონსაც ხვდებოდა - წყვილის რომანიც კრახით დასრულდა.

მომზადებულია People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება