მომავალი წლიდან ქართველი სამხედროების სოციალური პირობები გაუმჯობესდება

მომავალი წლიდან ქართველი სამხედროების სოციალური პირობები გაუმჯობესდება

მომავალი წლიდან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობები გაუმჯობესდება. აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გააკეთა.

"უახლოეს პერიოდში ქართველ სამხედროებს ექნებათ ახალი სადაზღვევო პაკეტი. ასევე, პრემიერ-მინისტრის უშუალო მითითებით, მომავალი წლიდან ავღანეთში მყოფ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს გაეზრდებათ ხელფასი. ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმისათვის, რომ ჩვენ რეალურად შევუქმნათ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს როგორც სოციალური, ასევე საყოფაცხოვრებო პირობები. რაც მთავარია, მათ უნდა ჰქონდეთ ისეთი ტექნიკა და შეიარაღება, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა შეძლონ", - აღნიშნა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრმა დღეს, გაერთინებული შტაბის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ვაზიანის ბაზის ტერიტორია დაათვალიერა და საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე