თბილისის მოდის კვირეული გაიხსნა

თბილისის მოდის კვირეული გაიხსნა

გუშინ, კომპანია "ჯეო ფეშენის" ორგანიზებით თბილისის მოდის კვირეული გაიხსნა.

რიგით მე-7 თბილისის მოდის კვირეული 3-დღიან პროგრამას მოიცავს და 14-16 დეკემბერს გაიმართება.

დიზაინერები თავიანთ ნამუშევრებს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოადგენენ.

თბილისის მოდის კვირეულში ათამდე დიზაინერი მონაწილეობს. მათ შორის არიან: გიორგი შაღაშვილი, უტა ბექაია, ეკა ბალანჩივაძე, ნინო ბაბუხადია, ქეთი ჩხიკვაძე და ავთანდილ ცქვიტინიძე.

კვირეულის შემოქმედებით ნაწილზე ნინო იოსელიანი ზრუნავს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება