მოსკოვში სერგეი უდალცოვი და ქსენია სობჩაკი დააკავეს

მოსკოვში სერგეი უდალცოვი და ქსენია სობჩაკი დააკავეს

მოსკოვში რუსმა სამართალდამცავებმა ოპოზიციის ლიდერები, სერგეი უდალცოვი, ილია იაშინი და ქსენია სობჩაკი დააკავეს.

"უდალცოვის შეკითხვა, თუ რა საფუძველზე ხდებოდა მისი დაკავება, პოლიციელებმა უპასუხოდ დატოვეს" - წერს "ლენტა.რუ". პირველად ინფორმაცია უდალცოვისა და სობჩაკის დაკავების შესახებ "ლუბიანკაზე" შეკრებილმა არასანქცირებული მარშის მონაწილეებმა გაავრცელეს, საიდანაც ამჟამად პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია მიმდინარეობს.

"ლუბიანკაზე" გამოცხადებულ რუს აქტივისტებს შორის არიან ალექსეი ნავალნი, დიმიტრი ბიკოვი, ბორის ნემცოვი და ასევე დეპუტატი ილია პონომარიოვი. პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად ამ მოწოდებებისა, ოპოზიციონერები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

მომზადებულია ”ლენტა.რუ”-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა