2012 წლის ყველაზე მდიდარი მუსიკოსები

2012 წლის ყველაზე მდიდარი მუსიკოსები

ჟურნალმა "ფორბსმა" 2012 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის სათავეში აღმოჩნდა ცნობილი ამერიკელი რეპერი Dr.Dre. მისმა შემოსავლებმა გასულ წელს 110 მლნ დოლარი შეადგინა. თანაც, სიმდიდრის დიდი ნაწილი მოუტანა არა ჰიპ-ჰოპის სტილის კომპოზიციებმა, არამედ პრემიუმ-ყურსაცვამების ბრენდმა, რომელიც პარტნიორებთან ერთად შექმნა.

რეიტინგის მეორე ადგილზეა ლეგენდარული "პინკ ფლოიდის" ერთ-ერთი დამაარსებელი, ბრიტანელი როჯერ უოტერსი. მსოფლიო ტურის The Wall Live-ის წყალობით მისმა შემოსავალმა გასულ წელს 88 მლნ დოლარი შეადგინა.

სიაში მესამეა კიდევ ერთი ბრიტანელი ელტონ ჯონი. მან წელს 100 კონცერტი ჩაატარა, რითაც 80 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

მეოთხეზე ირლანდიული ჯგუფი U2 განთავსდა (78 მლნ), მეხუთეზე კი - ბრიტანული ჯგუფი Take Thet (69 მლნ).

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება