ქორწილამდე ანჯელინა ჯოლი პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებს

ქორწილამდე ანჯელინა ჯოლი პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებს

ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოა და პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას აპირებს.

"ანჯელინას მიაჩნია, რომ ასაკოვანი ქალივით გამოიყურება და ამით დაიღალა. მას შუბლზე გაჩენილი ნაოჭები აწუხებს, ასევე ცხიმის სიჭარბე ღაწვზე და ცელულიტი მუცლისა და თეძოების არეში", - აცხადებს WENN-ის ანონიმური წყარო.

ინფორმატორის თქმით, მსახიობს ოპერაციის გაკეთება არა ჭარბი წონის, არამედ კანის მოშვების გამო სურს.

"ნაოჭებზე ფიქრი არ ასვენებს. ის ქორწილისთვის სათანადო სამზადისს შეუდგა", - ამბობს წყარო.

ჯოლიმ უკვე გაიარა კონსულტაცია ევროპელ პროფესიონალებთან ლაზერულ მკურნალობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მსახიობი არ გამორიცხავს თეძოებისა და მუცლის ლიპოსაქციას.

ანჯელინა იმედოვნებს, რომ ქორწილში ისეთივე ახალგაზრდა იქნება, როგორც ლარა კროფტის შესახებ ფილმის გადაღებისას. ჯოლიმ და პიტმა ცოტა ხნის წინ საქორწინო ბეჭდები შეიძინეს.

მომზადებულია WENN-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება