ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

ფრანგმა კინოვარსკვლავმა, ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. მიზეზი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჟან-მარკ ეროს განცხადებაა, რომელიც პოლიტიკოსმა მსახიობის მისამართით გააკეთა. ერომ დეპარდიეს გადაწყვეტილებას ბელგიაში გადასახლების თაობაზე "სამარცხვინო საქციელი" უწოდა.

დეპარდიემ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა, რომელშიც უკმაყოფილება გამოხატა. "მხარდაჭერას არ ვითხოვ, მაგრამ პატივისცემა მაინც გამოიჩინეთ. არავისთვის, ვინც საფრანგეთი დატოვა, ასეთი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ვინ ხართ, რომ თავს ჩემი განსჯის უფლებას აძლევთ, თქვენ გეკითხებით, ერო" - წერს დეპარდიე.

ინფორმაცია მსახიობის ბელგიაში გადასახლების შესახებ ჯერ კიდევ ნოემბერში გავრცელდა და პოლიტიკოსების მხრიდან ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება