"მიწიერი სამოთხე" - Victoria’s secret-ის ახალი ფოტოსესია

"მიწიერი სამოთხე" - Victoria’s secret-ის ახალი ფოტოსესია

ზოგისთვის სამსახური მოსაწყენი რუტინაა, Victoria’s secret-ის მოდელებისთვის კი მუდმივი სიამოვნება. ამ დღეებში გოგონებმა სენ-ბარტსის ტროპიკულ სანაპიროზე საცურაო კოსტუმების ახალი კატალოგისთვისვის იპოზიორეს. კატალოგი ჯერ არ გამოსულა, თუმცა პაპარაცებმა ფოტოსესიის დროს რამდენიმე "ანგელოზის" გადაღება შეძლეს.

რეკლამაზე კომპანიას თანხის დახარჯვა არასდროს ენანება - თუ საუბარია მანეკენებზე, ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს არჩევს, ხოლო თუ საქმე "დეკორაციას" შეეხება - ყველაზე თვალწარმტაცს. ტროპიკული სენ-ბარტსი მილიარდელთა მექაა: სახლები და აგარაკები იქ არაერთ მდიდარ და ცნობილ ადამიანს აქვს შეძენილი და თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ, კარიბის ზღვის ეს პატარა მიწის ნაგლეჯი ამად ღირს - სენ-ბარტსი ნამდვილი მიწიერი სამოთხეა.

პაპარაცებმა ჯერ მხოლოდ ქენდის სვეინპოლისა და მარინა ლინჩუკის გადაღება მოასწრეს, თუმცა უახლოეს დღეებში კუნძულზე ბრენდის დანარჩენი ცნობილი სახეებიც ჩავლენ - მათ შორის, მირანდა კერი, ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო.

23 წლის სამხრეთ აფრიკელმა სვეინპოლმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია დაიკავა, მეორე მოდელი კი Victoria’s secret-ის "ანგელოზის" სტატუსით ჯერჯერობით არც ისეთი პოპულარულია, თუმცა 24 წლის მინსკელი მოდელი მსოფლიოს მრავალი წამყვანი ჟურნალის გარეკანზე მოხვედრილა. 2009 წელს ფრანგულმა Vogue-მ მარინა 2000-იანი წლების 30 საუკეთესო მოდელს შორის დაასახელა.

ასევე იხილეთ: Victoria’s secret-ის მოდელების ფოტოსესია საცურაო კოსტუმებში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება