ქეთი მელუა წვეულებაზე გულახდილი კაბით მივიდა

ქეთი მელუა წვეულებაზე გულახდილი კაბით მივიდა

მომღერალმა ქეთი მელუამ ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე BBC Sports Personality of the Year ზედმეტად თამამი სამოსი შეარჩია. ქეთიმ საღამოზე წელსზემოთ გამჭვირვალე კაბა ჩაიცვა, რომელიც შიშველ მკერდს ნაწილობრივ ფარავდა. წელზე ქამრით გაწყობილი სამოსის სიგრძე მუხლებამდე იყო, ზურგის მონაკვეთი კი მთლიანად დახურული.

როგორც დასავლური პრესა წერს, მიუხედავად იმისა, რომ საღამო სპორტის წარმომადგენლებს ეძღვნებოდა, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება დაიპყრო, სპორტსმენი არ იყო.

"მომღერალი ქეთი მელუა, რომელიც ტრადიციულად დახურული სტილის სამოსს იცვამს, წვეულებაზე ზედმეტად გულახდილი სამოსით მივიდა", - წერს ბრიტანული გავლენიანი გამოცემა Daily Mail.

ქეთი ღონისძიებაზე მეუღლესთან, მოტომრბოლელ ჯეიმს ტაუზლენდთან ერთად იმყოფებოდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება