რესპონდენტთა 72% თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასანიას დანიშვნას ეთანხმება

რესპონდენტთა 72% თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასანიას დანიშვნას ეთანხმება

NDI-ის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 72% თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასანიას დანიშვნას ეთანხმება. კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა შემდეგი მინისტრების დანიშვნას, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 72% ირაკლი ალასანიამ მიიღო. იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის დანიშვნას 70% ეთანხმება, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა მინისტრის პოსტზე სოზარ სუბარის დანიშვნას - 66%, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მაია ფანჯიკიძის დანიშვნას - 66%, შს მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას - 63%, ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნოდარ ხადურის დანიშვნას - 59%, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის პოსტზე ლევან ყიფიანის დანიშვნას ეთანხმება - 57%, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგენკოს დანიშვნას - 53%, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე გიორგი მარგველაშვილის დანიშვნას - 53%, კულუტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე გურამ ოდიშარიას დანიშვნას - 52%, ასევე 52% ეთანხმება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე კახა კალაძის დანიშვნას, სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით კირვალიძის დანიშვნას - 51%, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე პაატა ზაქარეიშვილის დანიშვნას - 48%, ეკომონიკის მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნას - 47%, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დავით ნარმანიას დანიშვნას - 44%, ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრად დანიშვნას ალექსი პეტრიაშვილის დანიშვნას - 44%, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე დავით დარახველიძის დანიშვნას 43%, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტზე ხათუნა გოგალაძის დანიშვნას - 43%, დასაქმების მინსიტრის პოსტზე კახა საკანდელიძის დანიშვნას - 43%, ხოლო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის საკითხებში 42%.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც რეიტინგები შედგა, მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით წარმომადგელობითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 1 947 ადამიანი გამოიკითხა.

კვლევის შედგების პრეზენტაცია "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე