ჯესიკა ბილი: "ჩემი მეუღლე ორცხობილებს მიცხობს"

ჯესიკა ბილი: "ჩემი მეუღლე ორცხობილებს მიცხობს"

ჯესიკა ბილი წარმატებული მსახიობი და ახლა უკვე გათხოვილი ქალია. მან და ჯასტინ ტიმბერლეიკმა ერთი თვის წინ იქორწინეს. ჟურნალმა ELLE-მ მსახიობთან ინტერვიუ ჩაწერა.

"რას ნიშნავს იყო გათხოვილი? ეს ნიშნავს, რომ შენს ცხოვრებაში ყოველთვის იქნება ადამიანი, ვინც მჟავე კიტრის ქილის გახსნაში დაგეხმარება...რომელსაც გაუზიარებ როგორც ცუდს, ისე კარგს. ვისთან ერთადაც შეგიძლია თავგადასავლები ეძებო",- აღნიშნა ჯესიკამ.

ბილმა ჟურნალთან საკუთარ ქმარზეც ისაუბრა. "ჯასტინი სამხრეთიდანაა - ბებიამ მასზე დიდი გავლენა იქონია. მაგალითად, მას ორცხობილების ცხობა უყვარს. მიმზადებს სენდვიჩებს, მოცვის ნამცხვრის გამოცხობაც იცის. კიდევ კარგი, ამას არც ისე ხშირად აკეთებს, თორემ ეს ნამდვილი პრობლემა გახდებოდა,"- განაცხადა მსახიობმა.

ჯესიკას თქმით, ახლა განსაკუთრებით გრძნობს ენერგიის მოზღვავებას და მუშაობა სურს. არ აქვს მნიშვნელობა, როლი დიდი იქნება თუ არა, მთავარია, ის საინტერესო იყოს.

მომზადებულია ELLE-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება