Spice Girls-ი ვიქტორია ბექჰემის შემცვლელს ეძებს

Spice Girls-ი ვიქტორია ბექჰემის შემცვლელს ეძებს

ჯგუფი Spice Girls-ი ახლაც ისეთივე პოპულარულია, როგორც 1990-იან წლებში. სცენაზე დაბრუნებაში გოგონათა ბენდს ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაეხმარა. Spice Girls-ის წევრებმა კვლავ შეკრება და ახალი ალბომის გამოშვება გადაწყვიტეს.

თუმცა ამ ახალი იდეის განხორციელებაში ჯგუფის წევრებს ერთი რამ უშლით ხელს - დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი, რომელიც საერთოდ არ იზიარებს დანარჩენი გოგონების სულისკვეთებას. 

დიზაინერს და ოთხი შვილის დედას არ უნდა წარსულში დაბრუნება და მუსიკალური კარიერის თავიდან დაწყება. ვიქტორია თვლის, რომ ახლა მას ბევრად უფრო წარმატებული კარიერის გაკეთება მოდის ინდუსტრიაში შეუძლია.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, Spice Girls-ი 5-ის ნაცვლად 4 კაციანი შემადგენლობით განაგრძობს არსებობას. სხვა ინფორმაციით, გოგონები ვიქტორიას ჯგუფ Sugababe-ს ერთ-ერთი წევრით ჩაანაცვლებენ. გავრცელებული ხმებით, ჯგუფი ტალანტების შოუს მოწყობას აპირებს, რომელიც მათ ახალი წევრის პოვნაში დაეხმარებათ. 

ოფიციალური კომენტარი არც ვიქტორია ბექჰემს და არც Spice Girls-ის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება