Billboard-მა ადელი "წლის შემსრულებლად" დაასახელა

Billboard-მა ადელი "წლის შემსრულებლად" დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა, Billboard-მა წლის საუკეთესო მუსიკოსების სია გამოაქვეყნა. პირველი ადგილი და "წლის შემსრულებლის" ტიტული ბრიტანელ მომღერალ ადელს ერგო. ადელმა პირველობა არ დაკარგა იმის მიუხედავად, რომ მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ "ბონდიანას" მორიგი ფილმისთვის ჩაწერა საუნდტრეკი. გარდა ამისა, ადელმა ჟურნალის სხვა ნომინაციებშიც გაიმარჯვა, მათ შორის კატეგორიებში "საუკეთესო ალბომი" და "წლის საუკეთესო ქალი შემსრულებელი".

ფინალისტთა ხუთეულში ლედი გაგა, ლილ უეინი, კეტი პერი და რიანა მოხვდნენ.

გამოცემამ ”საუკეთესო დებიუტანტებად” ბრიტანული ბენდი One Direction-ი დაასახელა, ხოლო საუკეთესო პოპ ჯგუფის წოდება Maroon 5-ს ერგო. საუკეთესო სიმღერად Somebody That I Used To Know-ი დასახელდა, რომელსაც Gotye ასრულებს.

მომზადებულია Billboard-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება