ჰიუ ჯეკმანი სამსახიობო კარიერას ასრულებს

ჰიუ ჯეკმანი სამსახიობო კარიერას ასრულებს

მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა სამსახიობო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. გასულ კვირას ავსტრალიელ მსახიობს ორი ჯილდო გადასცეს. მას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს და კინოპრემია "ოქროს გლობუსზე", ფილმში - "საბრალონი" შესრულებული როლისთვის კატეგორიაში "საუკეთესო მსახიობი" ნომინანტად დაასახელეს.

სურათი ვიქტორ ჰიუგოს ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას წარმოადგენს. მსახიობი ასეთ წარმატებას "სურეალისტურს" უწოდებს და საკუთარი კარიერის დასრულების შესახებ აცხადებს.

"რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ პრემია "ოქროს გლობუსზე" წარმადგინეს. ახლა კაზინოში წავალ, ან ლატარიის ბილეთს შევიძენ. ჯერ არ ვიცი. მაგრამ ერთი კი ზუსტად ვიცი - სანამ დიდების მწვერვალზე ვარ, კარიერის დასრულება მინდა", - განაცხადა ჯეკმანმა.

მომზადებულია stvchannel.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება