ბრაზილია რუსული შვეულმფრენების წარმოებას დაიწყებს

ბრაზილია რუსული შვეულმფრენების წარმოებას დაიწყებს

ბრაზილიამ და რუსეთმა ერთობლივ სამხედრო წარმოების ორგანიზებაზე შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს. რუსულმა "როსტექნოლოგიებმა" და შეიარაღების უმსხვილესმა ბრაზილიურმა მწარმოებელმა Odebrecht Defensa Technologia ხელშეკრულებას ხელი 14 დეკემბერს მოაწერეს. თანამშრომლობა შვეულმფრენების, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებისა და საზღვაო ტექნიკის სფეროებს მოიცავს.

ბრაზილიური მხარე მოსკოვს ოქტომბრის შუა რიცხვებში სტუმრობდა. მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ბრაზილიის ტერიტორიაზე შვეულმფრენების მწარმოებელი საწარმოს შექმნაზე შეთანხმდნენ. პირველ ეტაპზე Ми-171-ის ტიპის შვეულმფრენის წარმოებისთვის საჭირო მთლიანი ხაზის ორგანიზება მოხდება. უკვე შემდგომ, რუსი სპეციალისტების დახმარებით, Ми-35М-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენების მომსახურების ტექნიკური ცენტრი შეიქმნება. ასევე იგეგმება ბრაზილიის თავდაცვის უწყების მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაბამისი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების შექმნა.

თანამშრომლობა შვეუმლფრენების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების სრული პაკეტის გადაცემასა და ბრაზილიაში რუსი სპეციალისტების დიდი ჯგუფის მივლენას ითვალისწინებს.

ორივე მხარისთვის ეს საკმაოდ სარფიანი გარიგებაა. რუსეთი ამ პროექტიდან საკმაოდ სოლიდურ თანხას, ბრაზილია კი თანამედროვე ტექნოლოგიებს მიიღებს. სამხრეთ ამერიკის ეს ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ყავით, ფეხბურთით და კარნავალებითაა ცნობილი, საკუთარი სამხედრო მრეწველობის განვითარებაში დიდ თანხებს აბანდებს. საკუთარი რესურსებით ბრაზილიელმა ინჟინრებმა მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავები (კომპანია Embraer), ჯავშანმანქანები და ტანკიც კი შექმნეს. ამჯერად, როგორც ჩანს, შვეულმფრენების წარმოების ათვისების პერიოდი დადგა.

რუსულ-ბრაზილიური სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა დასაბამს 2008 წლიდან იღებს. მას შემდეგ ოფიციალურმა მოსკოვმა სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანას 306,7 მილიონი დოლარის საერთო ღირებულების სამხედრო პროდუქცია მიაწოდა. უკანასკნელი შენაძენი Ми-35М-ის ტიპის 12 ერთეული დამრტყმელი შვეულმფრენია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა