ჩენინგ ტატუმი და მისი მეუღლე პირველ შვილს ელოდებიან

ჩენინგ ტატუმი და მისი მეუღლე პირველ შვილს ელოდებიან

გუშინ VH1 Divas-ს კონცერტზე ჩენინგ ტატუმის მეუღლე პაპარაცების ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯენა დიუენ-ტატუმი ორსულადაა. ახალი ამბავი ჟურნალმა People-მა გაავრცელა.

ჯენა და მისი მეუღლე, ჩენინგ ტატუმი პირველ შვილს ელოდებიან. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა თავად წყვილმაც. რამდენიმე კვირის წინ მსახიობმა განაცხადა, რომ სამსახიობო კარიერას დროებით თავს ანებებს, რათა სარეჟისორო საქმიანობას მიხედოს. მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ ძალიან სურს მამობა.

"მე მზად ვარ. ვგონებ ჩემი მეუღლეც მზადაა. მინდა, რომ სამი შვილი გვყავდეს. როდესაც პირველი შვილი გვეყოლება, მერე მივხვდებით, რამდენის აღზრდას შევძლებთ", - განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

წელს მსახიობი ჩენინგ ტატუმი ჟურნალმა People-მა პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა. ჩენინგმა და ჯენამ ერთმანეთი 2006 წელს, ფილმის გადაღებებზე გაიცნეს. წყვილმა 2009 წელს იქორწინა.

მომზადებულია People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება