ჰოლივუდის მსახიობმა მაკოლეი კალკინმა თვითმკვლელობა სცადა. მსახიობი ჰეროინის მომხმარებელია და თვითმკვლელობის მიზნით, მედიკამენტების დიდი დოზა დალია.
როგორც ამერიკული ჟურნალი National Enquirer წერს, მაკოლეი ამჯერად სიკვდილისგან მეგობრებმა იხსნეს.
"კალკინმა ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტი დალია. რომ არა მის ოთახში შესული ადამიანები, ჭარბი დოზისგან გული გაუჩერდებოდა. მაკოლეის ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება, თუმცა თავად აცხადებს, რომ პრობლემები არ აქვს. ვარსკვლავის კარიერა დასრულდა, სერიოზულ როლებს არავინ სთავაზობს. მაკოლეის პირადი ცხოვრებაც არეულია, მსახიობ მილა კუნისთან დაშორება ძალიან განიცადა", - წერს National Enquirer.
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მაკოლეის ცხოვრება ასე განვითარდებოდა.მისი სამსახიობო კარიერა ოთხი წლის ასაკში დაიწყო, თუმცა მსოფლიო პოპულარობა ფილმების სერიაში - "მარტო სახლში" შესრულებულმა როლმა მოუტანა. ეს არის პატარა ბიჭუნას ისტორია, რომელიც შობას სახლში მარტო ხვდება და ქურდებს მახეს უგებს. ფილმი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საახალწლო სატელევიზიო პროგრამის შემადგენელი ნაწილია.
მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.
ასევე იხილეთ: ცნობილ ბიჭუნას "მარტო სახლიდან" 6 თვის სიცოცხლე დარჩა