საუკეთეო სხეულის მქონე ცნობილი ადამიანები

საუკეთეო სხეულის მქონე ცნობილი ადამიანები

ჟურნალმა Fitness-მა, წლის ბოლოს ტრადიციული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც თავი საუკეთესო სხეულის მქონე ცნობილ ადამიანებს მოუყარა.

ჟურნალის რედაქციის აზრით, წელს საუკეთესო სხეულის მქონე განქორწინებული ვარსკვლავი, მსახიობი კეტი ჰოლმსია. Fitness-ის დიდი მოწონება იმანაც დაიმსახურა, რომ კეტი საკუთარ დაბადების დღესაც კი სპორტულ დარბაზში შეხვდა.

სიაში მოხვდნენ აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა და მსახიობი ბლეიკ ლაივლიც. ობამა ჟურნალის სიაში საუკეთესო ხელების გამო მოხვდა, ხოლო ბლეიკს ყველაზე ლამაზი ფეხები აქვს.

Fitness -ის მიხედვით, საუკეთესო ბიუსტი ახალგაზრდა დედას და პოპულარულ მსახიობს, ქეით ჰადსონს აქვს. მშობიარობის შემდეგ კი ყველაზე კარგ ფორმაში მომღერალი ბიონსე ჩადგა.

მსაიხობი ევა ლანგორია რეიტინგში საუკეთესო საჯდომისთვის მოხვდა, ხოლო მომღერალი გვენ სტეფანი ყველაზე ნავარჯიშები მუცლით გამოირჩევა.

Fitness-ის რედაქციის აზრით, მოცეკვავე ჯულიანა ჰაფი ფოტოგრაფებს ხშირად უნდა აქცევდეს ზურგს, ვინაიდან მისი სხეულის ყველაზე ლამაზი ნაწილი სწორედ ესაა.

რაც შეეხება რეიტინგის პირველ ადგილს და საუკეთესო სხეულის მქონე ვარსკვლავის ტიტულს, ის წილად მსახიობ ჯენიფერ ლოურენსს ხვდა.

მომზადებულია Fitness-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: გიტარა და ქვიშის საათი - მამაკაცებისთვის სასურველი ქალური ფორმები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება