გერმანელებმა ავღანეთში "ვეფხვები" გაგზავნეს

გერმანელებმა ავღანეთში "ვეფხვები" გაგზავნეს

ავღანეთში, მაზარი-შარიფის რაიონში დისლოცირებულმა გერმანულმა სამხედრო კონტიგენტმა EC655 Tiger-ის ტიპის ("ვეფხვი") ორი დამრტყმელი შვეულმფრენი მიიღო.

შვეულმფრენები ავღანეთში, გერმანიის ქალაქ ლეიფციგიდან 14 დეკემბერს სატრანსპორტო თვითმფრინავით ჩაიტანეს. ანალოგიური ტიპის კიდევ ორ შვეულმფრენს გერმანული ქვეითი ჯარების ავღანური კონტიგენტი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს მიიღებს.

დღეისთვის მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში აღნიშნული ტიპის შვეულმფრენების გაგზავნის გადაწყვეტილება გერმანიის თავდაცვის უწყებამ 2012 წლის ზაფხულში მიიღო. სექტემბრის თვეში ამ მიზნით 4 "ვეფხვი" გამოჰყვეს. ავღანეთის ცხელ კლიმატურ პირობებში სამოქმედოდ შვეულმფრენები გააუმჯობესეს. კერძოდ, "ვეფხვებზე" შედარებით ძლიერი ძრავები და განახლებული სისტემები დამონტაჟდა. მთლიანობაში, ავღანეთში გერმანელები 8 ასეთი შვეულმფრენის გაგზავნას აპირებენ.

"ვეფხვი" ფრანგულ-გერმანული სამხედრო თანამშრომლობის შედეგია. ის პირველად 1991 წელს აფრინდა. მის შექმნაში ორივე ქვეყანამ იმ დროისთვის არსებული მოწინავე ტექნოლოგიები გამოიყენა. მაგალითად, შვეულმფრენის 80% კომპოზიციური მასალებისგან მზადდება.

დღეს შვეულმფრენი საფრანგეთის და გერმანიის გარდა, ესპანეთისა და ავსტრალიის შეიარაღებაშია. მოდიფიკაციიდან გამომდინარე "ვეფხვის" ღირებულება 35-დან 48 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

ავღანეთში ამჟამინდელი "ვიზიტი" ამ შვეულმფრენებისთვის სიახლე არ არის. საბრძოლო პირობებში გამოსაცდელად 2009 წელს საკუთარი "ვეფხვები" საფრანგეთმა გაგზავნა. ერთ-ერთი მათგანი 2011 წლის თებერვალში ქაბულის მახლობლად ჩამოვარდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა