ვარსკვლავები სოცქსელ Instagram-ს ტოვებენ

ვარსკვლავები სოცქსელ Instagram-ს ტოვებენ

ვარსკვლავები სოციალურ ქსელ Instagram-ს ტოვებენ. მართალია "ფეისბუქის" შვილობილი ფოტოების სოც-ქსელი სულ ახლახან შეიქმნა, მაგრამ უკვე მოიპოვა მილიარდობით ადამიანის სიყვარული. Instagram-მა თავი შეაყვარა ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც, თუმცა ახლა ისინი ქსელის ახალ პირობებს აპროტესტებენ, რომელიც ფოტოებზე საავტორო უფლებებს არღვევს.

Instagram-ის ახალი წესების მიხედვით, ნებისმიერი ფოტო, რომელიც ქსელში განთავსდება, შესაძლოა რეკლამისთვის გამოიყენონ და ამისთვის სპეციალური თანხმობა ფოტოს ავტორისგან საჭირო აღარაა. ახალი წესი მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება, თუმცა ვარსკვლავებმა თადარიგი დაიჭირეს და პროტესტი სოც-ქსელის დატოვებით გამოხატეს.

"ფეისბუქის" კუთვნილი სოც-ქსელის დატოვება გადაწყვიტა ოლივია უაილდმა, კიმ კარდაშიანმა, კენდალ ჯენერმა, ფინქმა, ნინა გარსიამ, ემა რობერტსმა, 

ხლოი კარდაშიანმა, ჯეიმი ბელმა, სოფია ბუშმა, კოკო როშამ და სხვა ვარსკვლავებმა.

სოც-ქსელი Instagram -ი "ფეისბუქმა" წელს 1 მლრდ დოლარად შეიძინა. ექსპერტები სწორედ ამ ფაქტს აბრალებენ ქსელის ახალ პოლიტიკას. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა უკვე განაცხადა, რომ Instagram-ის ახალი წესები საავტორო უფლებებს არ დაარღვევს და ვარსკვლავთა ფოტოები რეკლამისთვის არ იქნება გამოყენებული. მისი თქმით, მომხმარებლებმა სწორად ვერ გაიგეს იურიდიულ ენაზე დაწერილი ახალი წესები და განცხადება, თუმცა ვარსკვლავებმა ქსელის დატოვება მაინც არ გადაიფიქრეს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება