პანჩო ამნისტიას ელოდება?

პანჩო ამნისტიას ელოდება?

"ასი წლის შემდეგ", "უბერავს ქარი", "ცაში ახედე" - ამ სიმღერების ავტორ-შემსრულებელი ლევან მგალობლიშვილი, იგივე პანჩო, ბოლოს გადაცემა "პროფილიდან" დაამახსოვრდა მაყურებელს, სადაც კიდევ ერთი ახალი სიმღერა შეასრულა, რომელიც მალევე აიტაცა ინტერნეტმომხმარებელმა. "სიყვარული" - ასეა დასათაურებული ვიდეო, რომელიც ზემოხსენებული გადაცემიდან არის ამოღებული.

მას შემდეგ ეს მომღერალი არც ტელევიზიაში და არც რადიოში არავის უნახავს და მოუსმენია. მისი ინტერვიუებით პრესა განებივრებული არასდროს ყოფილა, თუმცა "რეიტინგს" ჰქონდა საშუალება, დაახლოებით ერთი წლის წინ მომღერალთან ინტერვიუ ჩაეწერა, საიდანაც გავარკვიეთ, რომ პანჩო მესამე ალბომზე მუშაობდა, რომელსაც "მშია" დაარქვა და რომელიც კახი კალაძემ თავისივე სურვილით დააფინანსა. სხვა მომენტია, როცა ვიღაცასთან მიდიხარ და ალბომის დაფინანსებას სთხოვ, მაგრამ სხვაა, როცა ადამიანი ამას საკუთარი სურვილით აკეთებს. "კახი რომ არა, ამ სიმღერებს თან წავიღებდი", - ამბობდა იმავე ინტერვიუში პანჩო.

უცნაური დამთხვევაა ალბათ, რომ ლევან მგალობლიშვილი ამ ინტერვიუდან რამდენიმე თვეში დააკავეს, როგორც ამბობენ, "პლანის" მოხმარებაზე. ამჟამად ის გლდანის მე-8 საპყრობილეში იხდის სასჯელს და როგორც გავიგეთ, ამნისტიას ელოდება.

ამ ამბის გადამოწმება სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის მრჩეველ ლალი მოროშკინასთან ვცადეთ.

- ლალი, გვაქვს ინფორმაცია, რომ მომღერალი პანჩო დაკავებულია, ხომ არ შეგიძლია გვითხრა, რაზე იხდის სასჯელს?

- მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გლდანის მე-8 საპყრობილეში იხდის სა­სჯელს, მა­რ­იხუანის მო­ხმარებაზეა დაკავებული.

- ამნისტია ხომ არ შეეხება?

- სავარაუდოდ, მალე გაათავისუფლებენ. არის ამაზე საუბარი.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პანჩო მალე დააღწევს გისოსებს თავს და თავის ერთგულ მსმენელს ახალ-ახალი სიმღერებით გაანებივრებს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება