"მის სამყარო 2012" ამერიკელი ოლივია კულპო გახდა

"მის სამყარო 2012" ამერიკელი ოლივია კულპო გახდა

ლას-ვეგასში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსი "მის სამყარო 2012" გაიმართა. კაზინო Planet Hollywood Resort & Casino-ში მსოფლიოს ულამაზესი ქალის ტიტულისთვის 89 ქვეყნის მშვენიერი ქალბატონი, მათ შორის "მის საქართველო 2012" თამარ შედანია იბრძოდა - "მის სამყარო 2012" ამერიკელი 20 წლის ოლივია კულპო გახდა.

საუკეთესო ტოპ-ხუთეულში "მის ამერიკა", "მის ფილიპინები", "მის ვენესუელა", "მის ავსტრალია" და "მის ბრაზილია" მოხვდნენ.

"პირველი ვიცე მის სამყარო" ფილიპინელი ლამაზმანი ჯანინე ტუგონონია. "მეორე ვიცე მის სამყაროს" ტიტული ვენესუელელ ირენე ესერს ერგო.

"მის კონგენიალურობა" - "მის გვატემალა" ლაურა გოდოი, "მის ფოტოგენურობა" - "მის კოსოვო" დიანა ავდიუ,  "საუკეთესო ეროვნული კოსტუმი" - "მის ჩინეთი" ჯი დან ხუ გახდა.

"პირველი ვიცე მის სამყარო 2012" - "მის ფილიპინები" ჯანინე ტუგონონი

"მეორე ვიცე მის სამყარო 2012" - "მის ვენესუელა" ირენე ესერი

მესამე ადგილი - "მის ავსტრალია" რენე აირისი

მეოთხე ადგილი - "მის ბრაზილია" გაბრიელა მარკუსი

"მის კონგენიალურობა" - "მის გვატემალა" ლაურა გოდოი

"მის ფოტოგენურობა" - "მის კოსოვო" დიანა ავდიუ

"საუკეთესო ეროვნული კოსტუმი" - "მის ჩინეთი" ჯი დან ხუ

მომზადებულია Fox News-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება