"ევროვიზია-2013"-ზე უკვე 10-მა ქვეყანამ უარი თქვა

"ევროვიზია-2013"-ზე უკვე 10-მა ქვეყანამ უარი თქვა

თურქეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ჩეხეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი და სლოვენია საერთაშორისო მუსიკალურ კონკურს "ევროვიზია-2013"-ში მონაწილეობას არ მიიღებენ. თურქეთის გარდა, ყველა ქვეყანა საკუთარ გადაწყვეტილებას ფინანსური პრობლემებით ხსნის. თურქეთი კი პროტესტის მიზეზად ხმათა უსამართლო დათვლას ასახელებს. თურქეთის სახელმწიფო ტელეკომპანია TRT-ს ინფორმაციით, ქვეყანა უკმაყოფილოა იმით, რომ კომბინირებული ხმის მიცემის პროცესში ჟიურის წევრებთან შედარებით ტელემაყურებელთა გავლენა შემცირდა. თურქეთი ასევე არ ეთანხმება ტრადიციას, რომლის მიხედვით, კონკურსის დამფუძნებელი და სპონსორი ქვეყნები - გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და იტალია ფინალში ავტომატურად ხვდებიან.

ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვეს საბერძნეთმა დ კვიპროსმა, რომლებსაც ასევე ეკონომიკური კრიზისი აქვთ. ევროვიზიის მონაწილე თითოეული ქვეყნისთვის შენატანი 100 000 გირვანქა სტერლინგია.

"ევროვიზია-2013" შვედეთის ქალაქ მალმიოში 14-18 მაისს გაიმართება. შვედეთი კონკურსს უკვე მეხუთედ უმასპინძლებს - ბოლო გამარჯვება მას 2012 წელს მომღერალმა ლორინმა მოუტანა, სიმღერით Euphoria.

მომზადებულია TRT-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა