ტომ კრუზი ორ დას ერთად ეფლირტავება

ტომ კრუზი ორ დას ერთად ეფლირტავება

ტომ კრუზმა უამრავი ბიჭის ფანტაზია რეალობად აქცია - ორ შესანიშნავ შვედ დასთან გააბა ”რომანი”. მსახიობი ვნებიანად ჰკოცნიდა მალინ აკერმანს ფილმ Rock Of Ages-ში, ახლა კი მის დას, ჯენიფერს ეფლირტავება.

რასაც ტომი და მალინი სცენარის მიხედვით ფილმში აკეთებდნენ, ტომმა და ჯენიფერმა რეალურად გააკეთეს ფილმ "ჯეკ რიჩერის" პრემიერაზე. წყვილი ერთმანეთს ეხუტებოდა და ეფლირტავებოდა.

"ისინი ერთმანეთს მალინის მონაყოლით უკვე იცნობდნენ, ამიტომ ურთიერთობა იოლად ააწყვეს. თითქმის მთელი ღამე ერთად გაატარეს. შემდეგ ორივე ერთად უჩუმრად გაიპარა კლუბიდან", - აცხადებს წყარო.

მეორე დილას კრუზს გადაღებების გამო ნიუ-იორკში გადაფრენა მოუწია, ხოლო ჯენიფერი ლონდონში გაემგზავრა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება