ენ ჰეთევეი ორსულადაა

ენ ჰეთევეი ორსულადაა

2012 წელი ენ ჰეთევეისთვის საკმაოდ დატვირთული და წარმატებული აღმოჩნდა. მსახიობი ადამ შულმანს გაჰყვა ცოლად, რადიკალურად შეიცვალა იმიჯი, მიიღო "ოქროს გლობუსის" ნომინაცია, უწინასწარმეტყველებენ "ოსკარის" მიღებას ფილმისთვის ”საბრალონი”, თუმცა როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არაა.

30 წლის მსახიობი მომავალ წელს დედა გახდება. ახლა, როდესაც მის კარიერაში ყველაფერი კარგადაა, ენ ჰეთევეი შვილის გაჩენაზე სერიოზულად დაფიქრდა.

"ალკოჰოლს აღარ იღებს და ყველგან საბავშვო ოთახის დეკორაციებზე საუბრობს. შვილიან მეგობრებს საუკეთესო პედიატრების ნომრებს ეკითხება. ის და ადამი პირდაპირ ბრწყინავენ ბედნიერებისგან. შვილი სავარაუდოდ მომავალი წლის ზაფხულში ეყოლებათ" - აცხადებს წყარო.

მომზადებულია Belfast Telegraph-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება