რომელ ვარსკვლავს არ უქმნის კარიერაში დაბრკოლებას პატარა მკერდი

რომელ ვარსკვლავს არ უქმნის კარიერაში დაბრკოლებას პატარა მკერდი

ლამაზი მკერდი და მაცდური დეკოლტე ჰოლივუდის სტანდარტებით სილამაზის განმსაზღვრელი კრიტერიუმია. ამის გამო კინოვარსკვლავები პლასტიკურ ქირურგებს ხშირად მიმართავენ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ქირურგიულ ჩარევაზე კატეგორიულ უარს ამბობენ. ისინი აცხადებენ, რომ უნდა მივიღოთ ისეთებად, როგორებიც არიან.

პატარა მკერდს ამ მსახიობებისთვის წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია. კირა ნაიტლი პირველია, ვინც ამ შემთხვევაში გაგახსენდება. მსახიობს ყოველთვის აკრიტიკებდნენ ავადმყოფური სიგამხდრის გამო. ნაიტლი კი თავს არასდროს იმართლებს და ხუმრობს, რომ მისი თაყვანისმცემლების ქალიშვილები მომავალში ფულს არასდროს დახარჯავენ სილიკონის მკერდის გასაკეთებლად.

ახალგაზრდებში პოპულარული სერიალის "ბინდის" 21 წლის ვარსკვლავი კრიტენ სტიუარტი იმ ქალთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ბავშურობას ხანგრძლივად ინარჩუნებენ. მოკრძალებული ფორმები სავსებით ჰარმონიულად ერწყმის მის მოხდენილ სხეულს, თუმცა, როგორც ამბობენ, სტიუარტს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.

რაც შეეხება კამერონ დიასს, მასზე ამბობენ, რომ ფორმის შენარჩუნებისთვის ვარჯიში მალე, შესაძლოა, მანიად ექცეს. მსახიობს კუნთები სახიფათო ტემპებით უვითარდება. პრესის განვითარების გამო კამერონმა, ფაქტობრივად, წელი დაკარგა. სადამდე მიიყვანს ამდენი ვარჯიში კინოვასრკვლავს, ჯერჯერობით უცნობია.

გლამურულმა პერის ჰილტონმა აღიარა, რომ მკერდის ზომის სიმცირის გამო ძალიან იტანჯებოდა. ამიტომ პლასტიკური ოპერაციის გაკეთება არჩია, მიუხედავად იმისა, რომ აფრთხილებდნენ, "ხელოვნურად შექმნილ" ვარსკვლავებს დაემსაგვსებოდა.

37 წლის ევა მენდესს ხშირად მიაწერენ სასურველი ფორმების მქონე ქალის იმიჯს, თუმცა სინამდვილეში მსახიობის სასურველ ფორმებს მხოლოდ ქალური თეძოები შეადგენს.

პოპ-ვარსკვლავი გვენ სტეფანი თავის დროზე საკმაოდ მსხვილი ფორმებით გამოირჩეოდა, თუმცა ტიტანური ძალისხმევისა და ვარჯიშის წყალობით გახდომა შეძლო. მომღერალი დღემდე სპორტდარბაზების ხშირი სტუმარია.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება