"მატრიცა" ამერიკის კულტურულ მემკვიდრეობად აღიარეს

"მატრიცა" ამერიკის კულტურულ მემკვიდრეობად აღიარეს

2012 წლის ბოლოს, აშშ-ის ნაციონალური კინემატოგრაფის რეესტრმა კინომემკვიდრეობის სიაში ფილმ "მატრიცას" პირველი ნაწილი შეიტანა. შესაბამისად, 1999 წელს გადაღებული სურათი ახლა ამერიკის კულტურულ მემკვიდრეობად იქცა. ფილმის რეჟისორები ენდი და ლარი ვაჩივსკები არიან. მთავარ როლს კიანუ რივზი ასრულებს. 

სულ 2012 წელს კინომემკვიდრეობის სიას 25 ფირი შეემატა. ისინი აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის საიტზე განთავსდა. ყველა მათგანი 1897-1999 წლებში გადაღებული ფილმების გრძელი სიიდან ამოარჩიეს.

აშშ-ის კულტურულ მემკვიდრეობად იქცნენ ფილმები "საუზმე ტიფანისთან"(1961), "საშობაო ისტორია" (1983), "უსაქმური" (1933).

"მატრიცა" შერჩეულ კინოფირებს შორის ყველაზე გვიანაა გადაღებული. ყველაზე ადრეული ფილმები, რომელსაც ამერიკის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, არის "ბიძია თომას ქოხი" და "სურვილების ბეჭედი: ძველი ინგლისის იდილია". ორივე ფილმი ეკრანებზე 1914 წელს გამოვიდა.

აშშ-ის ნაციონალური კინორეესტრი 1989 წელს შეიქმნა. ამ დროისთვის სიაში 600-მდე ფილმია.

მომზადებულია France 24-ის მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება